კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ,თუ რასთან ერთად არ შეიძლება წიწიბურას ფაფის ჭამა

კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ,თუ რასთან ერთად არ შეიძლება წიწიბურას ფაფის ჭამა
აღმოჩნდა,რომ წიწიბურა დილაობით შეიძლება არ იყოს ისეთი სასარგებლო,როგორც ადრე ბევრს ეგონა. ზოგჯერ ამ ფაფას შეუძლია ორგანიზმისთვის ზიანის მოტანა. საგანგაშო არაფერია! სინამდვილეში,ეს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება. მოცემულ სტატიაში სწორედ ამ საკითხს შეეხება.



წიწიბურას მოყვანა დაიწყეს დაახლოებით 5 ათასი წლის წინ, უპირატესად, ინდოეთსა და ნეპალში. ჩვენთან ეს მცენარე გამოჩნდა მხოლოდ მე-10 საუკუნეში.ბერძნები მას თურქულ ფაფას ეძახდნენ,იტალიელები კი-არაბულს.

წიწიბურა დილაობით



წიწიბურას სასარგებლო თვისებები

ყველაფრის მიუხედავად,წიწიბურას ფაფა პირველ ადგილზეა ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით.ის შეიცავს ბევრ ცილას. ეს ნიშნავს იმას,რომ წიწიბურა გამოდგება სპორტულ საკვებად და ასევე დაეხმარება ადამიანებს წონის კორექციაში.



წიწიბურაში არის ამინომჟავებიც და უჯრედისიც. შედეგად, ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ეხმარება კუჭს ცხოველური წარმოშობის ცილების ათვისებაში.



100გ წიწიბურაზე მოდის 72გ ნახშირწყალი. ერთი შეხედვით ჩანს,რომ ასეთი დიდი რაოდენობის გამო წონაში მარტივად უნდა ვიმატებდეთ,თუმცა ასე არ ხდება. საქმე იმაშია,რომ ეს რთული ნახშირწყლება და მათი ათვისება მთელი დღის განმავლობაში ხდება.ორგანიზმიც იღებს ენერგიას,რომელიც დიდი ხანი ჰყოფნის.

მედლის მეორე მხარე

რუტინი (იგივე P ვიტამინი),რომელიც წიწიბურას შემადგენლობაში შედის,სასარგებლოა ადამიანისთვის რიგ შემთხვევებში. სამწუხაროდ,მისი შემცველობის გამო, სისხლის შედედების გაზრდილი უნარის მქონე ადამიანებისთვის წიწიბურას დიდი რაოდენობით მიღება არაა უსაფრთხო.

თუ მას მოხარშავთ "გამოშრობამდე",შეიძლება არასასიამოვნო შედეგები განვითარდეს. ესენია:გაზების ჭარბი წარმოქმნა და შეკრულობა. საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებმა ექიმს უნდა მიმართონ.



იგივე ეხებათ ადამინებს,რომელთაც აწუხებთ დიაბეტი,ვარიკოზი,თირკმლის უკმარისობა,შაკიკი. იშვიათ შემთხვევებში,ვიღაცას შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქციაც.

დიეტლოგები გვირჩევენ,რომ არ მივირთვათ წიწიბურა ხორცის ნახევარფაბრიკატებთან ან ცხიმიან თევზთან ერთად. ამ დროს შეიძლება განვითარდეს მუცელში სიმძიმის შეგრძნება და შებერილობა.



ორგანიზმმა უკეთ რომ აითვისოს,წიწიბურა მოხარშეთ,უბრალოდ მდუღარე წყლის დასხმა არაა საკმარისი. მისი რძიანი ფაფის მირთმევა არც ისე კარგი ვარინატია,რადგან წიწიბურას და რძის მოსანელებლად ორგანიზმი სხვადასხვა ფერმენტებს იყენებს,ამან კი შეიძლება საჭმლის მომნელებელი ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს.

შედეგი



წიწიბურა უმეტეს შემთხვევებში მაინც სასარგებლო პროდუქტია,თუმცა მას გარკვეული მინუსებიც აქვს.