წიწიბურას მობრაწულა - ასე მომზადებული წიწიბურა, არასოდეს გექნებათ გასინჯული

წიწიბურას მობრაწულა - ასე მომზადებული წიწიბურა, არასოდეს გექნებათ გასინჯული
როგორც წესი, წიწიბურას გარნირად და ფაფის სახით მივირთმევთ ხოლმე. თუმცა ამ ბურღულისგან ძალიან გემრიელის კერძების მომზადებაა შესაძლებელი.
წიწიბურა ძალიან უხდება თევზს, ხორცს, სოკოს და ხაჭოსაც კი. ამიტომ აუცილებლად სცადეთ წიწიბურას მობრაწულა ჩვენი რეცეპტით.

საჭირო მასალა:
  • წიწიბურა 200გ
  • ვაშლი 2 ცალი
  • ქიშმიში 50გ
  • დარიჩინი-1 მწიკვი
  • კვერცხი 2ცალი
  • ხაჭო 100გ
  • არაჟანი 3ს.კ
  • ვანილი 2გ
  • აქარი გემოვნებით


მომზადების წესი:
  • ხაჭო გაატარეთ საცერში, ვაშლი კი კუბებად დაჭერით.
  • ქიშმიში გაასუფთავეთ და გარეცხეთ.
  • წიწიბურა მოხარშეთ და დაუმატეთ კარაქი.
  • დაუმატეთ შაქართან ერთდ ათქვეფილი კვერცხი, ქიშმიში, ვაშლი, ხაჭო, არაჟანი და დარიჩინი. კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  • საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ჩაასხით მასში მიღებული მასა.
  • გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და აცხვეთ წიწიბურას მობრაწულა 15 წუთით.