წიწიბურა განსხვავებულად: სოკოთი, ხახვით და სტაფილოთი
fpaparazzi გთავაზობთ წიწიბურას მომზადების სრულიად განსხვავებულ მეთოდს - ამ რეცეპტით უგემრიელესი კერძი გამოგივათ. სცადეთ!
საჭირო მასალა:
მომზადება:
ხაჭერით წვრილად ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოხრაკეთ ზეთში 5 წუთი საშუალო ცეცხლზე.
სოკო დაჭერით თხლად და დაუმატეთ ხახვსა და სტაფილოს, ხრაკეთ კიდევ 7 წუთი.
ჩაყარეთ ტაფაში გარეცხილი წიწიბურა, დაასხით წყალი - ერთი ჭიქა ნახევარ ჭიქა წიწიბურაზე. დააფარეთ თავსახური და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. დროდადრო ამოურიეთ.
მოაყარეთ მარილი გემოვნებით და ჩააგდეთ კარაქი. ამოურიეთ კარგად და გამორთეთ გაზი.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქამა სოკო 300 გ
- წიწიბურა 0,5 ჭიქა
- სტაფილო 1 ცალი
- ხახვი 1 თავი
- კარაქი 25 გ
- ზეთი შესაწვავად
- მარილი გემოვნებით