ავსტრიელ მეგობარს ჩვენებური კონსერვაცია ვაჩვენე და შევატყვე როგორ შეეცვალა სახხე.

ავსტრიელ მეგობარს ჩვენებური კონსერვაცია ვაჩვენე და შევატყვე როგორ შეეცვალა სახხე.
ალბათ, ბევრისთვის ცნობილია ისეთი რამ, როგორიცაა შინაურული კონსერვები. მურაბა, კომპოტი, ხორცის და ბოსტნეულის კონსერვები, რომლებიც გრილ სარდაფში სიყვარულით ინახება და თავის დროს ელოდება. რაში მდგომარეობს კონსერვაციის არსი? უფრო მარტივი არაა სუპერმარკეტში წავიდეთ და ვიყიდოთ ის, რაც გვსურს?



ალბათ, კარგი იქნება, თუ ვინმე უცხოელს საყვარელი კონსერვებით გაუმასპინძლდებით და მის აზრს მოისმენთ. ასე ვთქვათ, განსხვავებული მოსაზრების გასაგებად. ასე გარკვეული დასკვნების გაკეთებას შეძლებთ. იცით რა? სწორედ ასეთი უცხოელი გვესტუმრა. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ერთი უცხოელის მოსაზრებას ჩვენებური კონსერვების შესახებ.

კონსერვაციის არსი

როგორ დავამარილოთ კიტრი, დავამწნილოთ პომიდორი ან მოვამზადოთ ქაცვის კომპოტი, ამის შესახებ ჩვენთან თითქმის ყველა ქალმა იცის. ის, რაც გემრიელია, სასარგებლოცაა. გარდა ამისა, ზამთარში ვიტამინები განსაკუთრებით გვჭირდება, ბოსტნეულში კი ბევრი უჯრედისია, რომელიც წლის ცივ სეზონზე გამოფიტვის საშუალებას არ მოგცემთ. უამრავი უპირატესობა აქვს.

ერთ–ერთმა ჩვენმა ავსტრიელმა ნაცნობმა რამდენიმე საყვარელი „კერძები ქილებიდან“ გასინჯა. მენიუში იყო ალუბლის კომპოტი, ქათმის მოთუშული ხორცი, ნაკლებად მარილიანი კიტრი და პომიდორი, ასევე აჯიკა და მურაბა. ბუნებრივია, სხვა კერძებიც იყო, მაგრამ კონსერვების ჩვეულებრივ კერძებთან კომბინაციას არავინ კრძალავს.

გემოს შეგრძნებები

რას იფიქრებდით? დანიელმა ყველაფერი დიდი სიამოვნებით და ფართოდ გახელილი თვალებით მიირთვა. პრაქტიკულად ყველაფერი მოეწონა, აჯიკის გარდა: მისთვის ძალიან ცხარე იყო. ყველაზე საინტერესო იყო მისი რეაქცია, როცა ამ კერძების მომზადების მეთოდზე გაიგო.
  1. კომპოტი. ძალიან ნატურალური და გამაჯანსაღებელი სასმელი. გასაოცარია, მის შესაქმნელად რამდენი მოთმინება და დრო დაიხარჯა. ეს ხომ წვენი არაა, არამედ უბრალო წყალი, ცოტა კენკრა და შაქარი.

  2. ქათმის ხორცის კონსერვი. დიდი რეაქცია არ გამოიწვია, რადგან რაღაც მსგავსი სამშობლოში უკვე გასინჯული ჰქონდა. ოღონდ გაუგებარია, თუ სად და რა გარემოებაში, რადგან სახლში არ ამზადებს, უპირატესობას კაფეებში სიარულს ანიჭებს. როგორც ჩანს, რაღაც მსგავსი იქ მიართვეს.

  3. კიტრი–პომიდორი. უბრალოდ ღვთაებრივი სიამოვნება. ნებისმიერ კერძთან ძალიან კარგი წასახემსებელი. გემოს აჯანსაღებს და აგრილებს, მაგალითად, ცხელ კარტოფილის პიურესთან.



  4. აჯიკა. როგორც უკვე ვთქვით, დიდად არ მოეწონა. რას ვიზამთ, თითოეულს თავისი გემოვნება აქვს.

  5. მოცხარის მურაბა. ჩვენი აზრით, ყველაზე გემრიელი მურაბა არაა. კიდევ არსებობს ჟოლოს, მარწყვის, ქლიავის და კაკლის მურაბა. თუმცა დანიელს უბრალოდ შეუყვარდა. გვითხრა, რომ მასთან, სამშობლოში დიდი წარმატებით გაიყიდებოდა. და მისი გვჯერა.



ახლა გასაგებია: კონსერვაცია ძალიან სასარგებლო საქმეა. უფრო მეტიც, კონსერვებული კერძები მოგვწონს არა მხოლოდ ჩვენ, რომლებმაც მათ გემოს უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ, არამედ უცხოელებსაც. გამოდის, სწორად ვაკეთებთ.

აი, კოვზი ნახშირი

ბოლოს, ჩვენი საუბარი ამ მომზადებულ კერძებს და სასმელებს შეეხო და დანიელმა წარბი ასწია და იმ მინუსების ჩამოთვლა დაიწყო, რომლებიც მისი აზრით, მაშინვე გამოჩნდა.

პირველ რიგში, ვერ მიხვდა, თუ კონსერვაცია ასეთი იაფი რატომ ჯდება. იმ გაგებით, რომ უამრავი მინის ქილა, რომელთაც დასაკონსერვებლად ვიყენებთ, მის ქვეყანაში დიდი ფული ღირს. არაფერს ვამბობთ სუფთა წყალსა და შაქარზე.



შემდეგ კრიტიკა შეეხო იმ მურაბას, რომელიც დანიელს ძალიან მოეწონა: ხომ შეიძლებოდა უბრალოდ კენკრის გაყინვა და საჭირო დროს გამოყენება. მოცხარის მურაბაში დამატებულმა შაქარმა უცხოელი შოკში ჩააგდო.

შემდეგ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა მსგავსი კონსერვების ყიდვა ადგილობრივ სუპერმარკეტებში. დადებითი პასუხის მიღებისას დანიელს გაუკვირდა, თუ ასე რატომ არ ვიქცეოდით. ჩვენი მონოლოგი „საკუთარი, ნატურალური“ და „უსულო მაღაზიის“ კონსერვების განსხვავებების შესახებ ყურად არ იღო. ამბობს, რომ მის ქვეყანაშიც ნატურალური პროდუქტი ძვირი ღირს, მაგრამ მებაღეობისა და მებოსტნეობისთვის დრო არავის აქვს. ყველა ცდილობს ზედმეტი საზრუნავის გარეშე იცხოვროს.



შემდეგ უცხოელმა გვკითხა, თუ რამდენი დრო და შრომა იხარჯება ამ კონსერვების მოსამზადებლად და რამდენ ადგილს იკავებს ბინაში. აქ შევთანხმდით, რომ ეს ჩვეულებრივი ჰობია, რომელსაც შედეგი მოაქვს, ხოლო სარდაფი ან საკუჭნაო თითქმის ყველა ბინას აქვს. რაზეც გვიპასუხა, რომ რაღაც გაგებით ჩვენი შურს.

აი, ასე მოხდა კულტურულ–გასტრონომიული გაცვლა ორ ქვეყანას შორის. რა გავარკვიეთ: გემო ნამდვილად კარგია, არც განიხილება. შრომის და რესურსების ჭარბი რაოდენობა გვაფიქრებს, მაგრამ მთლიანობაში არაფერი რთული არაა. მიდგომა კონსერვაციის მიმართ: ჰობი თუ სავალდებულო ყოველწლიური შრომა, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. კონსერვაციის არსი, ალბათ, ასეთია.



ჩვენ ასეთი დასკვნები გამოვიტანეთ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?