როგორ გავარჩიოთ ნატურალური კაკაოს ფხვნილი სუროგატისგან? ეს ხრიკი ყოველთვის ჭრის!

როგორ გავარჩიოთ ნატურალური კაკაოს ფხვნილი სუროგატისგან? ეს ხრიკი ყოველთვის ჭრის!
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ აქვს გასინჯული კაკაო. თუმცა ალბათ არ იცით, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი კაკაო ყოველთვის სასარგებლო არ არის.

ჩვენ გასწავლით თუ როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი კაკაო.

1. დარწმუნდით რომ კაკაოს შეკვრაზე მითითებულ წარწერაზე არ არის აღნიშნული, რომ ფხვნილი შეიცავს ფერისა და გემოს ქიმიურ შენაერთებს. თუკი აღმოაჩენთ, რომ თქვენს მიერ შეძენილ კაკაოს სწორედ ასეთი წარწერები აქვს, იგი გამოიყენეთ მხოლოდ ცხობისთვის

2. თუ შეკვრაზე მითითებულია, რომ კაკაოს ფხვნილი ხსნადია, იცოდეთ რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ქიმიაა.

3. ყურადღება მიაქციეთ შეკვრაზე ცხიმების შემცველობას. 15 %-ზე მეტის არსებობის შემთხვევაში არ გირჩევთ მის ყიდვას.

4. ნამდვილ კაკაოს ფხვნილს შოკოლადის არომატი აქვს და ოდნავ მომწაროა.

5. ხარისხიანი ფხვნილი ერთგვაროვანი უნდა იყოს.