კიტრის სალათა ზამთრისთვის: პიკანტური, ლამაზი და განსხვავებული
ახალი ბოსტნეულის სეზონი გახსნილია და სწორედ ის დროა გავაკეთოთ ზამთრის მარაგი. სალათა კიტრისგან შესაძლოა, ბევრისთვის ამ ზაფხულის აღმოჩენა გახდეს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- კიტრი 2 კგ
- ბულგარული წიწაკა 1 კგ
- შაქარი 5 ს/კ
- ნიორი 22 კბილი
- პომიდორი 1 კგ
- სვანური მარილი 2,5 ს/კ
- ძმრის ესენცია 2 ს/კ
- ზეთი 150 მლ
მომზადების წესი:
- გარეცხეთ პომიდორი და დაჭერით. გაარჩიეთ ბულგარული და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, დაუმატეთ პომიდორს. დადგით ქვაბით ბოსტნეული ცეცხლზე და თუშეთ ადუღებიდან 15 წუთის განმავლობაში.
- დაჭერით კიტრი წრეებად, ნიორიც დაჭერით კუბიეკბად. დაუმატეთ კიტრი და ნიორი, ზეთი, სანელებლები და შაქარი პომიდორსა და ბულგარულს. კარგად აურიეთ და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში. დაუამტეთ ძმრის ესენცია და გადმოდგით ცეცხლიდან.
- გაანაწილეთ სალათი სტერილურ ქილებში, მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ და ასე თავქვე შფუთეთ. გააჩერეთ მთელი ღამე, შემდეგ კი შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.