გამოფიტვის სიმპტომები რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება.

გამოფიტვის სიმპტომები რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება.
ზოგჯერ ხდება რომ სამყაროს ფერები ეკარგება და ჩვეული ცხოვრება აუტანელი ხდება. არაფერი გვახარებს და არც რაიმეს სურვილი გვაქვს. თუ მსგავსი შეგრძნება დიდხანს გრძელდება და სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს გიშლით, დროა დაფიქრდეთ. შესაძლოა საქმე ემოციურ გადაწვაშია. FPaparazzi-ს ეს სტატია გასწავლით როგორ უნდა იპოვეთ ემოციური გადაწვის მთავარი ნიშნები.



გადაწვის ნიშნები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმეს მაინც შენიშნავთ, ესეიგი დროა რარაც შეცვალოთ. ჯანმრთელი ფსიქიკა ჯანსაღ სხეულზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის!

ყველა ამოცანა შეუძლებლად გეჩვენებათ

თუ ყოველი წვრილმანი თქვენში შფოთვას იწვევს და ფიქრობთ, რომ ვერ გაუმკლვდებით, ეს ემოციური გადაწვის და გადაღლილობის ნიშანია. მოტივაცია, ენთუზიაზმი და შთაგონება იკარგება, მის ადგილას კი სიზარმაცე და დაღლილობის მუდმივი შეგრძნება ჩნდება. თუ თვქენი პროდუქტიულობა მუდმივად მცირდება - ესეიგი რაღაც არასწორად მიდის.



  1. სუნები და ფერები სიმკვეთრეს კარგავს

    ყველაზე გემრიელი საკვებიც კი ისეთი გემრიელი აღარ გეჩვენებათ, საყვარელი ყავა თავისი არომატით აღარ გახარებთ? მუსიკა რომელიც ყოველთვის შთაგაგონებდათ ახლა უკვე საშნლად ჩაგესმით? როდესაც ემოციურად ვიღლებით, დადებითი ემოციების შეგრძნება ჩვენი ტვინისთვის უფრო რთული ხდება. სიამოვნება და კომფორტი ისე სასიამოვნოდ აღარ შეიგრძნობა როგორც ადრე.



  2. ძალიან მგრძნობიარე გახდით

    ემოციურ გადაწვას შეუძლია ისეთი გრძნობები გააძლიეროს როგორიცაა სევდა, მარტოობა და იმედგაცრუება. თუ ფილმებზე ტირილი არ გჩვევიათ და დიდად არც ახალ ამბებში მოსმენილი ცუდი ამბების გამო ნაღვლობით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა და ემოციებმა გაჯობეს, დროა დაფიქრდეთ.

    რა თქმა უნდა საქმე ფილმის რთულ სიუჟეტში არ არის. სინამდვილეში, ნეგატივი სამსახურში ან ურთიერთობებში არსებული ბრალია. თქვენი ტვინი კი მათგან განთავისუფლებას და დაძაბულობის მოხსნას ცდილობს.



  3. ვადებში ვერ ჯდებით

    თუ ადრე ყოველთვის შეგეძლოთ დედლაინებთან გამკლავება და სამსახურს დროულად ასრულებდით, თუმცა ბოლო დროს თქვენზე დაყრდნობა გართულდა - ესეიგი ემოციურად გადაიტვირთეთ. როდესაც მოტივაცია არ გაქვთ და პროდუქტიულობა შემცირდა ძნელია დროის ჩარჩოებში ჩატევა. თუ სამუშაოს მოცულობა არ შეცვლილა მაგრამ უდიდეს დატვირთვას გრძნობთ და სხვადასხვა დავალებები გავიწყდებათ - ეს ყურადსაღები სიგნალია.



  4. ზედმეტად ფეთქებადი გახდით

    თუ ზოგადად ფეთქებადი ხართ - ეს სხვა საქმეა. მაგრამ თუ გაღიზიანება თქვენთვის ჩვეული არ არის და უცბათ მცირედ გაუგებრობებსაც კი გამოყავხართ წყობიდან, კითხეთ თქვენს თავს: რატომ ხდება ასე? შესაძლოა ემოციურად ისე გადაიტვირთეთ, რომ თქვენი მოთბინება უკვე ზღვარზეა.

    პრობლემა თავად მოვლენებშ არ გახლავთ. უბრალოდ სტრესი და ნეგატიური ემოციები შიგნით გროვდება და გარეთ გამოსვლის წერტილს ეძებენ, რთულდება მათი კონტროლი.



  5. გიჭირთ რამეზე ფოკუსირება

    ემოციური გადაღლა გაიძულებთ ერთი დავალებიდან მეორეზე გადახტეთ ისე, რომ საქმე ბოლომდე არ მიიყვანოთ. არ გამოგდით ერთ საკიტხზე კონცენტრაცია, ფიქრები სხვადასხვა მიმართულებით მიქრის. საქმე იმაშია, რომ თქვენი ტვინი რთულად უმკლავდება დისციპლინისა და თვითკონტროლის საკითხებს.

    ასეთი ქცევა არა მხოლოდ სამსახურში იჩენს თავს. როცა არ შეგიძლიათ ტელევიზორის არხების უწვეტად გადართვისგან თავის შეკავება ან ყოველ დღე ახალ წიგნს იწყებთ და 20 გვერდის წაკითხვის შემდეგ თავს ანებებთ - დროა თქვენს მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ.



თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტი პუნქტი შეგესაბამებათ, დროა თქვენს ცხოვრებას გადახედოთ და ნეგატიური ემოციების წყარო იპოვოთ. ეს შეიძლება სტრესული სამსახური, დრომოჭმული ურთიერთობები ან ბანალურად - დასვენების უკმარისობა იყოს.

არ დაგავიწყდეთ დროულად დასვენება, საყვარელი საქმით დაკავება, დროის საყვარელ ადამიანებთან გატარება და იმ საქმის კეთება რომელიც შთაგაგონებთ, საჭიროა საკუტარ თავთან განმარტოებაც.