დეპრესია თუ უბრალოდ მოწყენილობა?
სიტყვა დეპრესია დღეს ძალიან „მოდაშია“! „დეპრესიაში ვარ“ – ამბობს ადამიანი და სინამდვილეში გულისხმობს, რომ ან გადაიღალა და მობეზრდა რუტინული ცხოვრება, ან გამოცდაზე ჩაიჭრა, ან სამსახურში უფროსთან აქვს პრობლემები… ცხოვრების ეს აღმართ-დაღმართი ჩვეულებრივი და ნორმალურია. ადრე თუ გვიან ყველა რაღაცის გამო მოიწყენს, დანაღვლიანდება, გაუჩნდება მარტოობის განცდა…მაგრამ გადის დრო და ისევ უხარია სიცოცხლე, ისევ ბედნიერია, დაღმართს აღმართი მოჰყვა და ცხოვრება ისევ მშვენიერია.
მაგრამ რა ხდება მაშინ თუ აღმართი დიდხანს არ გამოჩნდა? სიმარტოვის შეგრძნება და ნაღველი დროში გაიწელა? უხასიათობა არ დამთავრდა?
გილოცავთ! თქვენც ესოდენ „სანატრელ“ დეპრესიაში აღმოჩნდით :P
დეპრესია ლათინური სიტყვაა “depressio” და დათრგუნულს ნიშნავს. ეს არის ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომლის საფუძველია დაქვეითებული, დათრგუნული, შფოთიანი, შიშნარევი, სევდიანი ან გულგრილი და ინდეფერენტული განწყობილება.
გაგაცნობთ რა აშკარა სიმპტომები ვლინდება დეპრესიის დროს:
უხასიათობა, მოწყენილობა, სიცარიელის შეგრძნება
ინტერესის დაკარგვა და გულგრილი დამოკიდებულება იმ საქმეებისადმი, რომლის კეთებაც ადრე გსიამოვნებდათ
შესამჩნევი კლება ან მატება წონაში
უძილობა ან მუდმივად ძილის მოთხოვნილება
მოუსვენრობა და გაღიზიანება
დაღლილობა და ენერგიის დაკარგვა
ფიქრის და კონცენტრირების პრობლემა
განუწყვეტელი ფიქრი სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე
თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ხუთზე მეტი გაწუხებთ და ეს გრძელდება ყოველ დღე ორი კვირის განმავლობაში, ეს უკვე უბრალო მოწყენილობა აღარ არის და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.