უძილობა გაწუხებთ? ოთახი გააგრილეთ
ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანის ძილზე გავლენას ახდენს როგორც დღის წესრიგი, ასევე კვება და გარემო. ზოგს კარგი ძილისთვის გრილი შხაპი სჭირდება, ზოგს კი - თბილი რძე. თუმცა კიდევ ერთი დეტალი არსებობს - „სწორი“ ტემპერატურა საძინებელ ოთახში.
ექიმები უძილობის მოსაშორებლად რეკომენდაციას უწევენ ახალ მედიკამენტს - ოთახში გარემოს ცვლილება. როგორც კვლევამ აჩვენა, კარგი ძილისთვის ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს.
მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ოთახში ტემპერატურის შემცირების დროს ადამიანის სხეულის ტემპერატურაც მცირდება და ეს ძილიანობას იწვევს. თუ ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღალია, გარკვეული დისკომფორტი და შფოთვა იქმნება, რაც უძილობას იწვევს.
ქრონიკული უძილობის მქონე ადამიანებმა საძინებელ ოთახში ტემპერატურის დონე განსაკუთრებით უნდა გააკონტროლონ. ასეთ ადამიანებს სხეულის უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ (აქედან უძილობის ჩივილი), ისინი სხეულის ტემპერატურის დარეგულირებას ცდილობენ, რაც აღგზნებას იწვევს და დაძინების საშუალებას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, მეცნიერები უძილობის დროს საძინებელი ოთახის გაგრილებას გირჩევენ.