მელატონინის დონის მატება: გაიახალგაზრდავეთ თავი, გაიუმჯობესეთ ძილი და დაიკელით წონა

მელატონინის დონის მატება: გაიახალგაზრდავეთ თავი, გაიუმჯობესეთ ძილი და დაიკელით წონა
გასაოცარია, თუ რამდენად სასარგებლო გავლენა აქვს მელატონინს ჩვენს ორგანიზმზე. ეს ჰორმონი გვეხმარება არა მხოლოდ უძილობის დამარცხებაში, არამედ აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და გვიუმჯობესებს ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობას. ყველაზე საინტერესო და გასაოცარი კი ის ფაქტია, რომ მელატონინი საგრძნობლად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

1. დაძინებამდე ერთი საათით ადრე გათიშეთ ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა თანამედროვე მოწყობილობები. თითოეული ამ მოწყობილობის გამოსხვიბა ჩვენს ორგანიზმს სამუშაო დღის განწყობას უქმნის, რის გამოც ამ მნიშვნელოვანი ჰორმონის გამომუშავება საგრძნობლად მცირდება.

2. აუცილებელია დღის სინათლის დიდი დოზით მიღება. ჯალღუზისებრი სხეული, რომელიც მელატონინს გამოიმუშავებს, მუშაობს დღის სინათლის კონტრასტზე. თუ ეს სხეული დღის განმავლობაში არ იღებს საკმარისი რაოდენობით დღის სინათლეს, ამ მნიშვნელოვანი ჰორმონის გამომუშავება საგრძნობლად ფერხდება.

3. მაქსიმალურად ჩააბნელეთ საკუთარი ოთახი, სანამ დასაძინებლად გაეშურებით. საძინებელ ოთახში მცირეოდენმა სინათლემაც კი შეიძლება შეაფერხოს მელატონინის გამომუშავების პროცესი.

4. ძილის დროს აუცილებელია ოთახში ტემპერატურის დარეგულირება. 21 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში ძილი ვნებს ჩვენს ჩაჯნმრთელობას. ამ დროს მელატონინის გამომუშავება რამდენჯერმე მცირდება.

5. რეკომენდირებულია ცხელი შხაპის მიღება დაძინებამდე 90 წუთით ადრე. ამ დროს ორგანიზმში ირთვება მექანიზმი, რომელიც ავტომატურად აგრილებს მას და იცავს გადახურებისგან, რაც ხარისხიანად გამოძინებაში გვიწყობს ხელს.

6. რეკომენიდრებულია ყოველ დილით მზის აბაზანების მიღება. თუ თქვენი სურვილი მელატონინის გამომუშავების დარეგულირებაა, მიეფიცხეთ მზეს ყოველ დილით 10-15 წუთის განმავლობაში.

7. საძინებელი ოთახი გაასუფთავეთ ელექტრომაგნიტური გამოსხვივების მქონე ნივთებისგან. არავითარ შემთხვევაში დატოვოთ Wi-Fi ჩართული ღამით, რადგან ასე საკუთარ ჯანმრთელობას უდიდეს ზიანს აყენებთ.