4 მარტივი და სასარგებლო რჩევა უძილობის დასამარცხებლად
ღამის ტკბილი ძილი ბევრი ზრდასრული ადამიანის ოცნებად გადაიქცა. უშფოთველი და მშვიდი ძილის ნაცვლად ზოგს ყოველ მესამე დღეს ეღვიძება და თეთრად ათენებს. ზოგი საერთოდ ვერ იძინებს, სხვა ცისკარს ასწერებს თვალების დაჭყეტას და ისღა დარჩენია ჭერს მიაპყროს მზერა, ისეც ხდება, რომ ეს სამნაირი შემთხვევა ერთ ადამიანს ჭირს.
უძილობის მიზეზი სხვადასხვაა - ავადმყოფობა, სტრესი, რეჟიმის დარღვევა, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციებიც არსებობს და მათი დაცვა ძილის მოთვინიერებას ხშირად შველის.
უძილობის მიზეზი სხვადასხვაა - ავადმყოფობა, სტრესი, რეჟიმის დარღვევა, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციებიც არსებობს და მათი დაცვა ძილის მოთვინიერებას ხშირად შველის.
- სუნთქვის შეკვრამდე ჭამა და ღორმუცელობა რომ არ ვარგა ძილის წინ, ყველამ იცის. და თუ ამ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაქშიც გამოიყენებთ და სული არ წაგძლევთ, ძილის პრობლემა შეიძლება თავისთავად მოგვარდეს.
- არყის ან ლუდის ძილისმომგვრელებად გამოყენება საჭირო არაა. შეიძლება მართლა გემრიელად ჩაგეძინოთ , მაგრამ ერთი - ორი საათის შემდეგ შფოთს, დაუწყებთ, მოძრაობას და ორგანიზმი დასვენების გარეშე დარჩება: იმის ნაცვლად რომ ძალა აღიდგინოს ალკოჰოლის გადამუშავებაზე უნდა იზრუნოს. ლავანდის ზეთიანი თბილი აბაზანაც ძილის კარგი მოკავშირეა. ვიღაცას ხანმოკლე გასეირნება, მცირე ფიზიკური დატვირთვა ან იოგას არსენალიდან სუნთქვის რამდენიმე ვარჯიში უშველის.
- საწოლი ჩუმ ადგილას უნდა იდგეს. ნებისმიერი ბგერა, რომელიც 40 დეციბელზე მაღალია, მაგალითად, კარის გაჯახუნება, ავტოსიგნალიზაცია, ძაღლის ყეფა - ძილის საშუალებას არ მოგცემთ. აუცილებლად გაანიავეთ ოთახი დაწოლამდე. საძინებლის ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 16 - 18 გრადუსი.
- ცხელი ჩაი - ლიმონით, რძე - თაფლით ან შოკოლადით - ღამის შაქრის დონე სისხლში იკლებს, რაც შფოთიან ძილს იწვევს, ამიტომ გლუკოზის მარაგის მიღება ურიგო არ იქნება.