105 წლის გურული ბებიის ჯანმრთელობის საიდუმლო ევკალიპტის ხე ყოფილა. მან ყელის სამკურნალო საოცარი რეცეპტი გვაჩუქა.
ხშირად მემართებოდა ანგინა. მეზობელს შევჩივლე და მან ასეთი რამ მიამბო: გურიაში ბებია ჰყოლია, რომელსაც 105 წელი უცოცხლია ისე, რომ ფრჩხილიც არ წამოსტკიებია. მისი ჯანმრთელობის მთელი საიდუმლო ევკალიპტის ხე ყოფილა. ამ მცენარის ფოთლების ნაყენს ბებია გამუდმებით სვამდა თურმე, ბანაობის დროსაც ევკალიპტის ნახარშის აბაზანას იღებდა ყოველთვის. როცა ვინმე გაცივდებოდა ან ყელი ეტკინებოდა, ბებია ყველას ევკალიპტის ნაყენს უნიშნავდა ყელში გამოსავლებად ან დასალევად.
ექიმის კომენტარი:
ევკალიპტი მართლაც საოცარი მცენარე გახლავთ. მისი ფოთლების ნაყენს აქვს ანტიანთებითი და ანტისეპტიკური მოქმედება. ამასთანავე, მას მოქმედების მეტად ფართო სპექტრი აქვს - თრგუნავს ოქროსფერ სტაფილოკოკს, ეშერიხიას, ტუბერკულოზის ჩხირის, დიზენტერიის, ამების და ტრიქომონიდების ზრდასაც კი. ფიტოთერაპიაში ევკალიპტის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ დაჩირქებითი პროცესების - აბსცესის, ფლეგმონის, ჩირქოვანი მასტიტების, დუნედ მიმდინარე ქრონიკული წყლულების, კანის სხვადასხვა დაჩირქებითი დაავადების დროს. გინეკოლოგიაში მისი ნაყენი საშოს გამოსარეცხად გამოიყენება, ხოლო სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ევკალიპტი გინგივიტების (ღრძილების ანთების), სტომატიტების დროს ინიშნება. საკმაოდ ეფექტიანია ნახარშის გამოვლება ყელში ანგინის დროს, რასაც ჩვენი მკითხველიც ადასტურებს. მწვავე რესპირატორული დაავადების - ტრაქეიტის (ტრაქეის ანთების ), ლარინგიტის (სასის ანთების) დროსაც კი, ევკალიპტის ინჰალაციური სახით გამოყენებაა რეკომენდებული. მე-19 საუკუნის მედიცინაში ევკალიპტი მალარიის, დიფტერიის, ქუნთრუშის და ჭიებით ინვაზიის დროს გამოიყენებოდა.
რაც შეეხება ევკალიპტის ნახარშის დალევას, გირჩევთ, ნაყენი წყლით გაზავებული მიიღოთ.
- მეზობლის რჩევას ყური ვუგდე და დავიწყე ევკალიპტის ნახარშით ყელის გამორეცხვა (100 გ ფოთოლი უნდა ხარშოთ 1ლიტრ წყალში. გაცივების შემდეგ გაწურეთ. გამოვლების წინ გააცხელეთ). შედეგი გასაოცარია- მას შემდეგ ყელის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ.