გაცივდით და ყელი გტკივათ? მაშინ ეს ნაყენი ნამდვილ უებარ წამლად გექცევათ!

გაცივდით და ყელი გტკივათ? მაშინ ეს ნაყენი ნამდვილ უებარ წამლად გექცევათ!
როგორც კი გავცივდები და ყელის ტკივილს ვგრძნობ, მაშინვე სალბის ნაყენს ვივლებ ყელში ან ვსვამ და გაცივებაც ქრება ხოლმე. თუ ვინმეს ვირუსული ინფექცია ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით ურთულდება, მაშინვე სალბის რძიანი ნახარშის დალევას ვურჩევ და ყველა კმაყოფილი რჩება. მინდა მკითხველსაც ვასწავლო ეს რეცეპტები:

გაცივებისას: 1 ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და 30 წუთით დატოვეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3 - 4 - ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობა განაგრძეთ გამოჯანმრთელებამდე.

ყელში გამოსავლებად უფრო მაგარი ნაყენის დამზადებაა საჭირო: 1 ს/კ სალბს 1,5 ჭიქა წყალი უნდა დაასხათ და შემდეგ ზემოხსენებული რეცეპტის მსგავსად მოამზადოთ.

ბრონქიტის და ფილტვების ანთებისას: 1 ს/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და 10 წუთით დადგით, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ - ცხელი ძილის წინ. მკურნალობა 10 დღის განმავლობაშია საჭირო.

ექიმის კომენტარი:
სალბი მომცრო ნახევარბუჩქია. აქვს მოლურჯო - მოიისფრო, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები. ფართოდ არის გავრცლებული კავკასიაში. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები.
აქვს ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი მოქმედება. სწორედ ეს განაპირობებს მცენარის იმ საერთო ეფექტს, რაც მისი პრეპარატების მიღებისას აღინიშნება.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი