რჩევები თუ როგორ უნდა გაიკეთოთ სწორად ინჰალაცია .

რჩევები თუ როგორ უნდა გაიკეთოთ სწორად  ინჰალაცია .
ინჰალაცია - ზედა სასუნთქი გზების მკურნალობაა, ორთქლადქცეულ სამკურნალო ნივთიერებათა შესუნთქვით. ინჰალაციები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას ფილტვებში, ათხელებენ შეკრულ ლორწოს, ამშვიდებენ ხველას, ანელებენ სიმშრალის შეგრძნებას ყელში.

ინჰალაცია უნდა ჩატარდეს არანაკლებ ნახევარი სთ-ის გასვლისა ჭამის ან ფიზიკური მუშაობის შემდეგ. ჩვეულებრივ, პროცედურა ტარდება 15 წთ დღეში 2 -ჯერ - დილით და საღამოს. ცხვირ - ხახის დაზიანებისას რეკომენდებულია შეისუნთქოთ ცხვირით, ხოლო გამოისუნთქოთ პირით და ცხვირით; ბრონქების დაზიანებისას კი - პირიქით. შესუნთქვის შემდეგ საჭიროა სუნთქვის შეკავება რამდენიმე წამით.


ინჰალაციისათვის შეიძლება გამოიყენოთ:

- საჭმლის სოდა ( 1 ჩ/კ 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე );
- ზღვის მარილი ( 1 ჩ/კ 1ჭიქა ადუღებულ წყალზე );

- ეთეროვანი ზეთები: ევკალიპტის ან მენთოლიანი ( 2 - 5 წვეთი 250 მლ მდუღარე წყალზე );

- სამკურნალო მცენარეები: ევკალიპტის ფოთოლი, ნაძვის კვირტები, ბაღის პიტნის ფოთოლი, სამკურნალო გვირილის ყვავილები, სალბისა და ვირისტერფას ფოთლები, თავშავას ბალახი ( 1 ს/კ გამხმარი დაქუცმაცებული მცენარეული 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე ).
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური