უებარი, მცენარეული რეცეპტები საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ

უებარი, მცენარეული რეცეპტები საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ
საშვილოსნოს ყელის ეროზია არის ყელის მთლიანობის დაზიანება, ან საშოსმხრივი ეპითელური საფარველის შეცვლა. ყველაზე ხშირად ეს დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის ანთებით პროცესებთან. ხალხურ მედიცინაში მრავალი სამკურნალო რეცეპტი არსებობს საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

რეცეპტები:
  • 2 ს/კ ქრისტესისხლას ბალახს და ფესვებს დაასხით მდუღარე წყალი, ჩადგით წყლიან აბაზანაში 30 წთ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ. ტარდება თბილი ნახარშით, საშოს გამორეცხვა.

  • მომინანქრებულ ჭურჭელში ჩადეთ 100 გრ ნაღების კარაქი ნებისმიერი ნატურალური ცხიმი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ 20 გრ გამდნარი, გაწმენდილი დინდგელი, ქვაბი ჩადგით მდუღარე წყლიან აბაზანაში, 30 წთ, გაწურეთ. ჩაასხით შუშის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ, მალამო ინახება ხანგრძლივად. საშო თავიდან გაასუფთავეთ მშრალი ტამპონით, შემდეგ მასში მოათავსეთ მალამოთი გაჟღენთილი ტამპონი, ისე რომ მიებჯინოს ეროზიულ ზედაპირს. გააჩერეთ 10 - 12 სთ. მკურნალობის კურსი 10 - 12 დღე.

  • იორდასალამის 1 ს/კ მშრალ დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. ნაყენი ასევე გამოიყენება საშოს გამოსარეცხად 5 ს/კ ძირებს დაასხით 1/2 ლ არაყი. დააყენეთ 3 - 4 კვირა. მიიღება 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. 40 დღის განმავლობაში, შეისვენეთ 14 დღე, შემდეგ კურსი გაიმეორეთ. 2 - 3 ს/კ ნაყენი განაზავეთ 1/2ლ გადადუღებულ, გაგრილებულ წყალში - საშოს გამოსარეცხად.

  • ეროზიისა და წყლიან გამონადენის დროს საშოს გამოსარეცხად გამოიყენეთ თელის ქერქის ნახარში. 20 გრ ქერქს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ, ნელ ცეცხლზე, გაწურეთ. დაამატეთ იმავე რაოდენობის წყალი.

  • 2 ს/კ სააფთიაქო გვირილას ყვავილს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ თბილად, გაწურეთ. გამოიყენება საშოს გამოსარეცხად 2 - ჯერ დღეში.

  • 2 ს/კ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. გამოიყენება საშოს გამოსარეცხად. თბილი სახით.

  • ევკალიპტის ფოთლების ნახარში სასარგებლოა სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესებისა და საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს. 30 გრ მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე 1სთ-ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღება 100 მლ 3- ჯერ დღეში. ევკალიპტის ფოთლების ნაყენი (2 ს/კ 200 მლ არაყზე), გამოიყენება საშოს გამოსარეცხად 1 ჩ/კ ნაყენი ზავდება 200 მლ გადადუღებულ წყალში. ეფექტურია ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების დროს.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი