თუ პატარას ნუშურა ჯირკვლების ანთება აქვს (ანგინა), აი როგორ უნდა უმკურნალოთ მას შინაურ პირობებში

თუ პატარას ნუშურა ჯირკვლების ანთება აქვს (ანგინა), აი როგორ უნდა უმკურნალოთ მას შინაურ პირობებში
ანგინა მწვავე ინფექციური დაავადებაა რომელიც ხასიათდება ხახის ნუშურებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილთა ანთებით. დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსები, ბაქტერიები, სოკო.
როგორც კი შემაჩნევთ ნუშურების სიწითლეს, აიძულეთ ბავშვი გამოივლოს ყელში სადეზინფექციო ხსნარები (გვირილის ჩაი, ფურაცილინის, სოდიანი ან მარილიანი ხსნარები). ნუშურებზე შეიძლება წაუსვათ კაროტოლინი ან იოდგლიცერინის ხსნარი.
ანგინის გადატანის შემდეგ ბავშვი უნდა იმყოფებოდეს სახლში 10-14 დღის განმავლობაში (არანაკლები). ფიზკულტურაში მეცადინეობა შეიძლება დაიწყოს დაავადების გადატანიდან არანაკლები ერთი თვისა.
ქრონიკული ტონზილოგენური ინფექციის დროს ბავშვი შეუძლოდაა, აღენიშნება სიფერმკრთალე, მომატებული დაღლილობა, თავის ქვეშ სილურჯე, ოფლიანობა. ზოგჯერ ასეთ მდგომარეობას თან ახლავს პერიოდული ტემპერატურული რეაქციები 37,1 -37,2 გრადუსამდე. თუ დაავადება დიდხანს გრძელდება, ხშირად მეორდება, ამან შეიძლება მიგვიყვანოს თირკმელების, გულის (რევმატიზმი) დაზიანებამდე.
ქრონიკული ტონზილიტისა და ანგინების მკურნალობა ყოველთვის უნდა დავიწყოთ ბავშვის ორგანიზმის გაკაჟებით.

რეცეპტები:
  • ქრონიკული ტონზილიტის დროს გამოწურეთ 1 ჩ/კ ნივრის წვენი, შეურიეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი და ჩხირზე დახვეული ბამბის ტამპონით უხვად წაუსვით ნუშურებზე. 5 წუთის შემდეგ ისევ გაიმეორეთ პროცედურა, ოღონდ ნივრის წვენის მაგივრად გამოიყენეთ სანახევროდ წყალთან განზავებული პროპოლისის აფთიაქური ხსნარი. პროცედურები ჩაატარეთ ჭამის შემდეგ, 3-4-ჯერ დღეში. კურსი ორ-ორი კვირა ერთთვიანი ინტერვალებით.

  • ნივრითა და პროპოლისით მკურნალობის კურსებს შორის შესვენებების დროს, ერთი თვის განმავლობაში დილით, უზმოზე წაუსვით ნუშურებზე ალოეს წვენი, შერეული ნატურალურ თაფლთან 1:3 შემდეგი სქემის მიხედვით: პირველი ორი კვირის განმავლობაში პროცედურები კეთდება ყოველდღიურად, შემდეგ ორი კვირა კი დღეგამოშვებით. პარალელურად დააყენეთ 2 საათის განმავლობაში მიხაკის 3-5 ყვავილედი 1 ჭიქა წყალზე, შემდეგ გაწურეთ. მიეცით ბავშვს დასალევად 4-ჯერ დღეში (3-დან 7 წ-მდე-სამ-სამი ს/კ ).თუ ბავშვი კარგად იტანს თაფლს, სრულ გაჯანსაღებამდე მიეცით მას ძილის წინ 15 წუთის განმავლობაში დასაღეჭად თაფლის ფიჭა ( ან ნელა წოვოს 1ჩ/კ თაფლი ) და 3-4-ჯერ დღეში გამოირეცხოს ცხვირ - ხახა თაფლის წყალხსნარით (1 ს/კ თაფლი 1/3 ჭიქა წყალზე).

  • გააკეთეთ რბილი ცომისგან ზოლი ისე, რომ იგი შემოეხვიოს ავადმყოფს კისერზე. წვრილად დააქუცმაცეთ შხამას გამხმარი ძირი და უხვად მოაყარეთ ცომის ზოლს. ავადმყოფს ყელზე გულმოდგინედ შემოახვიეთ ეს ზოლი ისე, რომ კარგად დაიფაროს ნუშურები. ზემოდან დაადეთ დოლბანდის სახვევი. პროცედურის დრო პატარა ბავშვებისათვის 30 წუთიდან 1 საათამდეა, დღეში 1-2-ჯერ, უფრო დიდი ბავშვებისათვის -2-3 საათი, მოზრდილებს კი სახვევი მთელი ღამით უნდა ჰქონდეთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი