მცენარეული საშუალებები, რომლის გამოყენების შემდეგ ანგინა აღარასოდეს შეგაწუხებთ!
ეს არის ნუშურების მწვავე ინფექციური ანთება. ძირითადად მას სტრეპტოკოკი იწვევს. დაავადების დაწყება შეიძლება იყოს დაკავშირებული სხეულის გაციებასთან. ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს გარკვეული მიდრეკილება და ხშირად ხდება ავად ანგინით.
დაავადება უეცრად იწყება ავადმყოფს აქვს ფხაჭნის, სიმშრალის და შევიწროების გრძნობა ყელში, საერთო სისუსტე. ყლაპვა გაძნელებულია, მტკივნეული. სხეულის ტემპერატურა მატულობს. ხახა შეწითლებულია, ნუშურები გადიდებული, ზოგჯერ ჩირქოვანი ნადებით. სწორი მკურნალობისას დაავადება ერთ კვირაში განიკურნება.
მიუხედავად თითქოსდა იოლი მიმდინარეობისა, ანგინა სახიფათო დაავადებად ითვლება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში იგი არის ნეფრიტის და რევმატიზმის წინამორბედი. თუ მწვავე ანგინა ხშირად მეორდება, მით უფრო თუ არ ტარდება სათანადო მკურნალობა, შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ტონზილიტი.
ანგინის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:

- პიპეტით, ბამბის ტამპონით, ან შპრიცით გლანდებზე დაიწვეთეთ სუფთა სოჭის ზეთი. გაიმეორეთ 2 - 5 - ჯერ დღეში 4 - 6 საათიანი ინტერვალით. ქრონიკული ანგინის დროს ამ პროცედურის გარდა ცხვირში ჩაიწვეთეთ 1 - 2 წვეთი სოჭის ზეთი. ეს გაოიწვევს წვას, ცემინებას, ცრემლდენას, ცხვირიდან სისველის გამოყოფას. 15 - 20 წუთის შემდეგ ეს უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება, მაგრამ დადებითი ეფექტი აუცილებლად იქნება.
- აიღეთ გვირილას ყვავილი - 1 წილი, ევკალიპტის ფოთოლი - 1 წილი, გულყვითელას ყვავილი - 1 წილი. ყველა კომპონენტი დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ადუღეთ 2 წთ, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. გამოივლეთ დილით და საღამოს. თავდაპირველად ყელში გამოსავლები ხსნარის ტემპერატურა უნდა იყოს 260, თანდათან ტემპერატურა თითო გრადუსით შეამცირეთ 160 - მდე. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მოგირჩათ, განაგრძეთ 15 - 160 - იანი ნაყენის ყელში გამოვლება. ეს გააკაჟებს ყელს.
- წვრილ სახეხზე გახეხეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ წვენი. 1 ჩ/ჭ წვენს დაუმატეთ 1 ს/კ ძმარი (ძმრის ესენცია არ გამოიყენოთ ). ეს ნარევი შეგიძლიათ გამოივლოთ ყელში, შეგიძლიათ ჩაყლაპოთ თითო - თითო ყლუპი. განაგრძეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.