ანგინის მკურნალობა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. აუცილებლად ჩაინიშნეთ...

ანგინის მკურნალობა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. აუცილებლად ჩაინიშნეთ...
ანგინა ეს არის ნუშურების მწვავე ინფექციური ანთება. ძირითადად მას სტრეპტოკოკი იწვევს. დაავადების დაწყება შეიძლება იყოს დაკავშირებული სხეულის გაციებასთან. ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს გარკვეული მიდრეკილება და ხშირად ხდება ავად ანგინით.
დაავადება უეცრად იწყება. ავადმყოფს აქვს ფხაჭნის, სიმშრალის და შევიწროების გრძნობა ყელში, საერთო სისუსტე, ყლაპვა გაძნელებულია, მტკივნეულია. სხეულის ტემპერატურა მატულობს. ხახა შეწითლებულია, ნუშურები გადიდებული, ზოგჯერ ჩირქოვანი ნადებით. სწორი მკურნალობისას დაავადება ერთ კვირაში განიკურნება.
მიუხედავად თოთქოსდა იოლი მიმდინარეობისა, ანგინა სახიფათო დაავადებად ითვლება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში იგი არის ნეფრიტის და რევმატიზმის წინამორბედი. თუ მწვავე ანგინა ხშირად მეორდება, მით უფრო თუ არ ტარდება სათანადო მკურნალობა, შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ტონზილიტი.

მკურნალობა:
  • წყალში გაზავებული უმი კომბოსტოს წვენი გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესების დროს (ანგინა, კატარი). კომბოსტოს წვენი უნდა დავამზადოთ ერთი დღე - ღამის მარაგით და +20 გრადუს ტემპერატურაზე შევინახოთ.

  • თუ ნუშისებრი ჯირკვლის ტკივილმა შეგაწუხათ, გამოივლეთ პირის ღრუში თაფლიანი წყალი, დღეში 4 - 5- ჯერ. პროფილაქტიკის მიზნით დღეში ერთხელ გამოვლება საკმარისია. (ერთი სუფრის კოვზი თაფლი, გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში).

  • კაკლის ნაჭუჭის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა ანგინის საწინააღმდეგოდ. ერთ სუფრის კოვზ კაკლის უღელს, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 2 - 3 საათი. გამოივლეთ პირის ღრუში დღეში რამდენჯერმე.

  • ანგინისა და ცხვირ - ხახის ანთებითი დაავადებების დროს, დალიეთ ახალი კვერცხის ცილა.

  • ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი სოდა, სამი წვეთი იოდი, ცოტა მარილი და გამოივლეთ პირის ღრუში.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები