იაფი და მარტივი პროცედურები ანგინის ( ტონზილიტი ) სამკურნალოდ
ანგინა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ხახის ნუშურებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილთა ანთებით. დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსები, ბაქტერიები, სოკო.
ანგინის დროს ტემპერატურა გრძელდება 4 -5 დღე, ნადებისგან კი ნუშურები თავისუფლდება 5 -7 დღის შემდეგ.
რეცეპტები:
ანგინის დროს ტემპერატურა გრძელდება 4 -5 დღე, ნადებისგან კი ნუშურები თავისუფლდება 5 -7 დღის შემდეგ.
რეცეპტები:
- მარგანეცის სუსტი ხსნარის 500 მლ - ს დაუმატეთ 5 -6 წვეთი 5 % - იანი იოდი, აურიეთ და ავლეთ ყელში თბილ - თბილი ყოველ 2 - 3 საათში.
- საშუალო ზომის ჭარხალს დაასხით წყალი და ხარშეთ დარბილებამდე, გააცივეთ, გაწურეთ და გამოიყენეთ ყელში სავლებად.
- სამკურნალო სალბის 4 ჩ/კ დაფხვნილ ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. ავლეთ ყელში 3 - 4 - ჯერ დღეში.
- მოცვის 100 გრ გამხმარ ნაყოფს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ, სანამ წყლის რაოდენობა არ შემცირდება 1/3 - ით. გამოავლეთ ყელში 3 -4- ჯერ დღეში.
- აიღეთ გულყვითელას (კალანდულას ) 10 გრამი ყვავილი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააცივეთ, გაწურეთ.
- აიღეთ ვარდის (უკეთესია წითელი) ფურცლები - 1 ს/კ დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. გამოავლეთ ყელში 3 - 4- ჯერ დღეში.
- ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფის 1 ჩ/კ დააყენეთ 1 საათი 1 ჭიქა მდუღარეზე, გაწურეთ. სვით 1/4 ჭიქა 3 - 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
- ხახვის ახალი წვენი აურიეთ თაფლში 1:1. სვით თითო ჩ/კ 3 -4 - ჯერ დღეში.