რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა როდესაც ბავშვს ჩუტყვავილა უბრძანდება

რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა როდესაც ბავშვს ჩუტყვავილა უბრძანდება
ჩუტყვავილა - გადამდები დაავადებაა, რომელიც იწყება სახეზე და სხეულზე ჩვეულებრივი მუწუკის მსგავსი რამოდენიმე ელემენტით. გამონაყარი უფრო მრავალრიცხოვანი თავზე და სხეულზეა, უფრო იშვიათი კი კიდურებზე, რამდენიმე მათგანს აქვს პატარა, ყვითელი წყლიანი ბუშტუკი. ბუშტუკი სკდება და წარმოიქმნება ქერქი. ეს ქერქები შორდება 10 დღის შემდეგ. ახალი ბუშტუკები ჩნდება 3 -4 დღის განმავლობაში. ტემპერატურა დაავადების დასაწყისში თითქმის ნორმალურია, შემდეგი 2 დღის განმავლობაში კი შეიძლება მოიმატოს.
ბავშვების ერთი ნაწილი თავს ცუდად არ გრძნობს მთელი დაავადების განმავლობაში, სხვებმა კი დაავადება შეიძლება მძიმედ გადაიტანონ.
ჩუტყვავილის მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან აცილება. გართულება გამოიხატება ყველაზე ხშირად ბუშტუკების დაჩირქებაში. ამისათვის ყველა ბუშტუკი, როგორც კი დაიწყება მათი განვითარება და სანამ არ გაქრება, უნდა დამუშავედეს ბრილიანტის მწვანით და მიეცეს ასევე ბავშვს ანტიჰისტამინური პრეპარატები ( სუპრასტინი და ა.შ. ) ქავილის და ნაფხანების ასაცილებლად.

რეკომენდაციები:
  1. მსუბუქი საკვები, ძირითადად თხიერი. შარდში ცილის არსებობისას დაიცავით მკაცრი რძის დიეტა.
  2. წოლითი რეჟიმი ერთი კვირის განმავლობაში.
  3. არ აბანაოთ ბავშვი მწვავე პერიოდში, არ ისარგებლოთ მალამოებით. პატარა ბავშვს ტანზე შეაფრქვიეთ ტალკი, ნაოჭები კი გაუსუფთავეთ ბამბის ტამპონით.
  4. არ დაანებოთ ბავშვს მოფხანა (შეიძლება დარჩეს ნაიარევი).
  5. როცა ბუშტუკები მთლიანად დაიქერქება, ბავშვი დაბანეთ თბილ წყალში.
  6. ყოველდღიურად უცვალეთ თეთრეული (ყველანაირი თეთრეული უნდა იყოს რბილი ქსოვილისგან დამზადებული ).
  7. არ გადატვირთოთ ბავშვი თბილი ტანსაცმლით - ოფლი აძლიერებს ქავილს.
  8. თვალები გაუწმინდეთ გვირილის ნაყენით. ეს ნაყენი დღეში რამდენჯერმე გამოავლეთ პირშიც. სასქესო ორგანოები ჩაბანეთ სუსტი სადეზინფექციო ხსნარით ან გვირილის ამავე ნაყენით.

ექიმები არ ურჩევენ მშობლებს ტემპერატურის დასაწევად ასპირინის ხმარებას და ასევე იმ ლოსიონებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ფენოლები.
დაავადების პროცესში სასურველია ბავშვის შარდის გამოკვლევა მასში ცილის არსებობაზე. ეს გამოკვლევა თავადაც შეგიძლიათ ჩაატაროთ. ამისათვის უნდა აიღოთ მცირე რაოდენობის შარდი და აადუღოთ იგი (მხოლოდ არა ალუმინის ჭურჭელში ). თუ შარდი შეიმღვრა ან გაჩნდა ნალექი, მაშინ დაუმატეთ ძმარმჟავას 5 - 10 წვეთი. თუ ნალექი არ გაიხსნა, ეს მიუთითებს შარდში ცილის არსებობაზე.

რეცეპტები - შარდში ცილის არსებობისას
  • ოხრახუშის დაქუცამცებული ძირების 1 ჩ/კ - ს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ჩ/კ 3 -4 - ჯერ დღეში.

  • ოხრახუშის დაფხვნილი თესლის 1 ჩ/კ - ს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ ნაყენი 2 სთ -ის განმავლობაში ორთქლზე, გაწურეთ. სვით დღის განმავლობაში მცირე პორციებით.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი