გრიპის, გაციების და ყელის ტკივილის დროს ეს საშუალებები გიშველით
როდესაც ვცივდები და ყელიც მაწუხებს, დღეში რამდენჯერმე ვიტარებ ასეთ პროცედურას: თავდაპირველად ყელში ვივლებ თბილ წყალს, რომელშიც გახსნილია ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი ან სოდა და რამდენიმე წვეთი იოდი. შემდეგ ვიღებ ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს (უმჯობესია ზეითუნისა) და ვივლებ ყელში იმდენ ხანს, რომ კბილებს შორის ქაფი წარმოიქმნას. ამასობაში ზეთი წყალივით თხიერი ხდება და ვღვრი. ამ პროცედურის შემდეგ ყელის ტკივილი გაგივლით და გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდებით.
- როდესაც გრიპის ეპიდემია მძვინვარებს, ყოველ საღამოს, შინ დაბრუნებისთანავე, ჩაიტარეთ ასეთი პროცედურა: ჩაიდანს ადუღებული წყალი გამოავლეთ და ჩაყარეთ შიგ წვრილად დაჭრილი ნიორი ან ხახვი, დაახურეთ სახურავი და ცხვირით ისუნთქეთ ამონაორთქლი. შეიძლება, ჩაიდანი ოდნავ გაახუროთ კიდეც, მაგალითად, შედგათ ნელ ცეცხლზე. ეს მცირედი ეშმაკობა საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ სასუნთქ გზებში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს და თავი დააღწიოთ დაინფიცირებას.
ყვავილების ნაყენს ხშირად ვიყენებ გრიპისა და გაციების დროს. - 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ, გადმოდგით, გააჩერეთ 45 წუთს და გაფილტრეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
ცივი ნაყენით შეგიძლიათ ამოიბანოთ დაღლილი და მტკივანი თვალები. მერწმუნეთ, ყოველგვარი გაღიზიანება გაქრება. თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები. - ვიღებთ 1 სუფრის კოვზ გვირილას, ამდენივე კალანდულას და ევკალიპტის ფოთოლს. ვურევთ ერთმანეთში და ვასხამთ 4,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 2 წუთის განმავლობაში. ვაყენებთ ნახევარი საათით და ვწურავთ. გამოვლებას ვიწყებთ 26 გრადუსი ტემპერატურის ნახარშით და ტემპერატურას ნელ - ნელა, თითო გრადუსით ვამცირებთ, ისე, რომ 10 დღეში 16 გრადუსამდე ჩამოვედით. შემდეგ მთელი თვის განმავლობაში ყელში ამ ტემპერატურის ნახარშს ვივლებთ. ეს სავლები აცხრობს ანთებას და აკაჟებს ყელს.