რეცეპტები, რომლებიც დაიცავს თქვენს შვილს მწვავე რესპირატორული დაავადებისგან

რეცეპტები, რომლებიც დაიცავს თქვენს შვილს მწვავე რესპირატორული დაავადებისგან
მწვავე რესპირატორული დაავადება შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ვირუსებით, ასევე ბაქტერიებითაც. ინფექცია სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს ასნებოვნებს უპირატესად ჰაერწვეთოვანი გზით. მწვავე რესპირატორული დაავადების ძირითადი სიმპტომებია - სურდო, ხველა, ხიხინი, ქოშინი, ყელის ტკივილი.

რა არ უყვარს ვირუსს?
  1. ვირუსი ვერ იტანს სუფთა ჰაერს. რეგულარულად გაანიავეთ შენობა, სადაც ბავშვი იმყოფება, მეტი დრო დაუთმეთ სეირნობას.

  2. ასწავლეთ ბავშვს, რომ ქუჩიდან შემოსვლის შემდეგ არამარტო ხელები დაიბანოს , არამედ კარგად გამოირეცხოს ცხვირის სავალებიც ( მოსახერხებელია უნემსო შპრიცით ან პატარა ოყნით ). გაციების ხელშემწყობ სეზონში ხშირად ჩაატარეთ სახლში სველი წესით დალაგება.

  3. ვიტამინი C - ვირუსის მტერია. დაამზადეთ ბავშვებისათვის, რაც შეიძლება მეტი ვიტამინის შემცველი სასმელები: ლიმონიანი ჩაი, შტოშის ან მოცხარის "მორსი" (წოწოქა), ასკილის ნაყენი ან ნახარში. კვების რაციონში ჩართეთ რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული.

  4. ოქსოლინის მალამო. ყველაზე კარგად ვირუსი ორგანიზმში ინერგება ცხვირის გამომშრალი ლორწოვანის მეშვეობით. ოქსოლინის მალამოს თხელი ფენა ქმნის მისთვის გადაულახავ ბარიერს.

რეცეპტები:
  • გამოავლეთ ყელში მარილ - იოდიანი ხსნარი (1 ჭიქა თბილ წყალზე 1/2 ჩკ მარილი და 5 - 6 წვეთი იოდი ) 4 - ჯერ დღეში.

  • გამოავლეთ ყელში სოდიანი ხსნარი (1 /2 ჩ/კ სოდა ერთ ჭიქა თბილ წყალზე ) ყოველ 2 საათში.

  • გამოავლეთ ყელში სოჭის ზეთის ხსნარი ყოველ 30 წთ - ში, სანამ ყელის ტკივილი არ გაივლის (0,5 ლ ანადუღარ წყალზე 1ჩ/კ ზეთი ).

  • ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად აიღეთ გვირილის ან სალბის ხმელი ბალახის 2 ს/კ, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ.

  • მოცვის 100 გრ ხმელ ნაყოფს დაასხით 0,5 ლიტრი ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ წყლის რაოდენობა არ შემცირდება 1/3 ლიტრამდე, გააცივეთ და გაწურეთ. გამოივლეთ ყელში 2 საათში.

  • პროფილაქტიკისათვის და დაავადების დროსაც დაჭერით ხახვი, ნიორი და დაალაგეთ ლამბაქებით ბინაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი