როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები მწვავე რესპირატორული დაავადებისგან

როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები  მწვავე რესპირატორული დაავადებისგან
მწვავე რესპირატორული დაავადება შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ვირუსებით, ასევე ბაქტერიებითაც. ინფექცია სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს ასნებოვნებს უპურატესად ჰაერწვეთოვანი გზით. მწვავე რესპირატორული დაავადების ძირითადი სიმპტომებია-სურდო, ხველა, ხიხინი, ქოშინი, ყელის ტკივილი.

რა უყვარს ვირუსს?
  1. შემოდგომისა და ზამთრის თოვლ-ჭყაპი, როცა ჰაერის ტემპერატურა ნულს უახლოვდება, სინოტივე კი 100 პროცენტს. შემთხვევითი არაა, როცა მწვავე რესპირატორული დაავადების და გრიპის ეპიდემია ცხრება, როგორც კი ყინვებს დაიჭერს.

  2. ის პერიოდი, როდესაც რთავენ ცენტრალურ გათბობას და შენობაში ჰაერი შრება. ეს ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობას და ინფექცია ამ დროს ორგანიზმში ინერგება ყოველგვარი სიძნელის გარეშე.

  3. შესუსტებული იმუნიტეტი.

  4. სტრესი. არდადაგების შემდეგ, როდესაც ბავშვები სკოლაში ბრუნდებიან, იცვლება ცხორების რითმი, ეს მათთვის სტრესია. საერთოდ, ვირუსი ბავშვს უსაფრდება მაშინ, როცა იგი დაძაბულია, გადაღლილია, გაღიზიანებულია, თავს მარტოდ გრძნობს.

რა არ უყვარს ვირუსს?
  1. ვირუსი ვერ იტანს სუფთა ჰაერს. რეგულარულად გაანიავეთ შენობა, სადაც ბავშვი იმყოფება, მეტი დრო დაუთმეთ სეირნობას.

  2. ასწავლეთ ბავშვ, რომ ქუჩიდან შემოსვლის შემდეგ არამარტო ხელები დაიბანოს, არამედ კარგად გამოირეცხოს ცხვირის სავალებიც ( მოსახერხებელია უნემსო შპრიცით ან პატარა ოყნით). გაციების ხელშემწყობ სეზონში ხშირად ჩაატარეთ სახლში სველი წესით დალაგება.

  3. ვიტამინი C - ვირუსების მტერია. დაამზადეთ ბავშვებისათვის, რაც შეიძლება მეტი ვიტამინის შემცველი სასმელები: ლიმონიანი ჩაი, შტოშის ან მოცხარის "მორსი"(წოწოქა), ასკილის ნაყენი ან ნახარში. კვების რაციონში ჩართეთ რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული.

  4. ოქსოლინის მალამო. ყველაზე კარგად ვირუსი ორგანიზმში ინერგება ცხვირის გამომშრალი ლორწოვანის მეშვეობით. ოქსოლინის მალამოს თხელი ფენა ქმნის მისთვის გადაულახავ ბარიერს.

რეცეპტები:
  • გამოავლეთ ყელში მარილ-იოდიანი ხსნარი (1 ჭიქა თბილ წყალზე 1/2 ჩ/კ მარილი და 5-6 წვეთი იოდი) 4-ჯერ დღეში.

  • გამოავლეთ ყელში სოდიანი ხსნარი (1/2 ჩ/კ სოდა ერთ ჭიქა თბილ წყალზე) ყოველ 2 საათში.

  • გამოავლეთ ყელში სოჭის ზეთის ხსნარი ყოველ 30 წთ-ში, სანამ ყელის ტკივილი არ გაივლის (0,5 ლ ანადუღარ წყალზე 1ჩ/კ ზეთი).

  • ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად აიღეთ გვირილის ან სალბის ხმელი ბალახის 2 ს/კ, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 30 წუთი, გაწურეთ.

  • მოცვის 100 გრამ ხმელ ნაყოფს დაასხით 0,5 ლიტრი ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ წყლის რაოდენობა არ შემცირდება 1/3 ლიტრამდე, გააცივეთ და გაწურეთ. გამოივლეთ ყელში ყოველ 2 საათში.

  • პროფილაქტიკისთვის და დაავადების დროსაც დაჭერით ხახვი, ნიორი და დაალაგეთ ლამბაქებით ბინაში.

  • დაავადების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე ბამბის ტამპონებზე დაიტანეთ მცირე რაოდენობით ვიშნევსკის მალამო და ძილის წინ ჩაუდეთ ბავშვს ყურებში.

  • გაუკეთეთ ბავშვს ინჰალაციები (ყველაზე კარგია ამისათვის იყიდოთ სპეციალური ინჰალატორი, რომელიც აფთიაქში იყიდება). თუ არ გაქვთ ინჰალატორი, მოხარშეთ გაუთლელი კარტოფილის რამდენიმე ბოლქვი და ცხელ კარტოფილიან ქვაბთან დასვით ბავშვი, თავზე გადააფარეთ პირსახოცი და მონაცვლეობით ასუნთქეთ კარტოფილის ორთქლი ცხვირით და ფართოდ გაღებული პირით 5-10 წუთი. არ დაუშვათ ორთქლით დამწვრობა!

  • გაციებითი დაავადებების დროს გამოიყენეთ გარეგანად და შიგნით მისაღებადაც სამყურას ყვავილისა და ფოთლების ნახარში და ნაყენი.
    ნახარშის მოსამზადებლად სამყურას ყვავილებსა და ფოთლებს დაასხით მდუღარე თანაფარდობით 1:10, ადუღეთ 20 წუთი წყლის აბაზანაზე. ასვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.
    ნაყენის მოსამზადებლად 4 ჩ/კ ყვავილებსა და ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 20 წუთი. ასვით 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი