როგორ ვუმკურნალოთ სიცხესა და ყელის ტკივილს აბების გარეშე
ჩემი გოგონა სულ პატარა იყო, როდესაც სიცხემ აუწია და უბნის ექიმმა გართულების თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკი დაუნიშნა. შემოდგომაც, საკმარისი იყო, ტემპერატურას ოდნავ მოემატა, რომ ექიმი ანტიბიოტიკის მიცემას ურჩევდა. მოგვიანებით, როდესაც ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობაზე ანალიზი გავუკეთეთ, აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ჩემს შვილზე აღარ მოქმედებდა. როცა ბიჭი შემეძინა, ყოველგვარ წამალზე უარი ვთქვი. როცა ბავშვებს სიცხე უწევთ, ფილტვების მოსასმენად ექიმს ვიძახებ და თუ ანთება არ აქვთ, მაღალ ტემპერატურას საკუთარი მეთოდებით ვებრძვი. მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენც გასწავლოთ:
- აიღეთ ჭარხალი, გახეხეთ (1 ჭიქა უნდა გამოვიდეს), დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, კარგად აურიეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და მიეცით ბავშვს 1 სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ, ჭამის შემდეგ. ანგინის დროს ყელშიც გამოავლეთ.
სიცხეს და ყელის ტკივილს ეს საშუალება ძალიან უხდება - თუ ბავშვებს ახველებთ კიდეც, ვუკეთებ ინჰალაციას და ვასმევ გულყვითელას ჩაის:
1 სუფრის კოვზ გამომშრალ, დაფშვნილ გულყვითელას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარეს, ვახურავ თავზე და 15 წუთს ვაჩერებ. ვატკბობ 1-2 ჩაის კოვზი თაფლით ან მურაბით და ვასმევ თბილ-თბილს მთელი დღის განმავლობაში. - მაღალი ტემპერატურის დროს კარგია ქიშმიშის უშაქრო ნახარში. ის ავსებს სითხისა და მიკროელემენტების მარაგს, რომელსაც ოფლთან ერთად კარგავს სიცხიანი ორგანიზმი.
- გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის დროს კარგია ასეთი ნაყენი: 100 გრ ქიშმიშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხახვის გამონაწური. მიეცით პატარას 50 მლ დღეში 3-ჯერ.