მე და ჩემი მეუღლე წნევის მოსაწესრიგებლად და დამამშვიდებელ საშუალებად ძახველის ნაყენს ვიყენებთ.
ძალიან მიყვარს ძახველი და მისგან უამრავი წამლის მომზადებაც ვიცი. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენც შემოგთავაზოთ. ყველა საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე - ქმარზე, შვილებზე, შვილიშვილებზე -მაქვს გამოცდილი. მე და ჩემი მეუღლე წნევის და დამამშვიდებელ საშუალებად ვიყენებთ, ბავშვებს ყელის ტკივილის დროს ვასმევ, ხველისა და ბრონქიტის დროს კი დიდებიც ვსვამთ და პატარებიც.
- ძახველის ნაყოფი მოთუთქეთ მდუღარე წყალში და შემდეგ თუშფალანგზე გახეხეთ. დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი, ჩაასხით ქილაში და დადგით. ერთი კვირის შემდეგ გემრიელი წამალი მზად იქნება. თუ უზმოზე ერთ სუფრის კოვზს მიირთმევთ, ვიტამინების დღიური ნორმაც მიღებული გექნებათ და არც წნევა შეგაწუხებთ. თუ მაღალ წნევას უჩივით, დღის ბოლომდე კიდევ ერთხელ მიიღეთ, მაგრამ თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, დღეში ერთ კოვზზე მეტი არ შეიძლება.
- 1 სუფრის კოვზ ძახველს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2 საათი გააჩერეთ. ანგინის დროს ივლეთ, ხოლო თუ ხმა გაქვთ ჩახლეჩილი, დალიეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
- ბრონქიტის დროს 3 სუფრის კოვზი ძახველის ნაყოფი 3 სუფრის კოვზ თაფლში აურიეთ და დაასხით 1 ლ წყალი. ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს ჩაისავით სვით თბილ - თბილი, 1/2 ჭიქა დღეში ერთხელ.
- ნერვიულობისა და შფოთვის დროს 250 გრ ძახველი გახეხეთ, ნელ - ნელა დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი და თან ურიეთ. გააჩერეთ 3 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4 -ჯერ, ჭამის წინ.
- უეცარ თავის ტკივილს ახალგამოწურული ძახველის წვენი ტკივილგამაყუჩებელზე არანაკლებ დაგიამებთ.