მათთვის, ვისაც ტონზილიტი, ბრონქიტი და ანგინა აქვს...
წელიწადის ცივ პერიოდში მე და ჩემი ოჯახის წევრები ხშირად ვცივდებით. ზოგჯერ გაციება გვირთულდება ანგინით, სურდოთი, ხველებით და ფილტვების ანთებითაც კი. ანტიბიოტიკების მიღებისგან თავის შეკავებას ვცდილობთ, მით უფრო, რომ ამ შინაური წამლის წყალობით მათი გამოყენება აღარც კია აუცილებელი:
- დაგჭირდებათ 3-5 წლის ალოე. 2 კვირის განმავლობაში ნუ მორწყავთ. მერე მოაჭერით ტოტი და 7 დღით შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე ბოლოთი ზემოთ. მერე წვრილად დაკეპეთ. დაკეპილი ალოეთი ნახევრამდე შეავსეთ მინის ქილა, დააყარეთ იმდენი შაქარი, რომ ალოეს 2 სმ-ით ასცდეს, ქილას თავი მოუკარით ორფა დოლბანდით და 3 დღით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. ამის შემდეგ ქილა ბოლომდე შეავსეთ წყლით, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და კიდევ 3 დღე გააჩერეთ.
მიიღეთ 1 სუფრის კოვზი (ბავშვებს მიეცით 1 ჩაის კოვზი) დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, გამოჯანმრთელებამდე.
თუ სეზონური ყელის ტკივილი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გექცათ, გამოსცადეთ უამრავი წამალი, მაგრამ პრობლემას თავი ვერ დააღწიეთ, ნუ შეშინდებით: - აიღეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა წვენი, დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი და 2-3 საათით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ ყელში. შეგიძლიათ, 1-2 სუფრის კოვზი დალიოთ კიდეც.
- მოხარშეთ 1 ჭიქა წყალში 3 ჩაის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი. დააყენეთ 4 საათით. გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.
ჭარხალიც და ხახვიც უხვად შეიცავს იმუნიტეტის მოსაძლიერებელ ბუნებრივ საშუალებებს, ამიტომ მათი დახმარებით არათუ უკვე ჩამოყალიბებულ ანგინას დაამარცხებთ, არამედ მის განმეორებასაც აღუდგებით წინ.
ნუშურა ჯირკვლები (გლანდები) ბევრ ბავშვს აწუხებს, რასაც თან ახლავს ხშირი გაციება, ყელის ტკივილი, მაღალი სიცხე. მოგვიანებით ამას შეიძლება დაერთოს სახსრებისა და გულის პრობლემებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადენოიდებს დროულად და სათანადოდ ვუმკურნალოთ, რადგან ეს წარმონაქმნები დიდ როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესშიც. - აიღეთ 2 წილი მუხის ქერქი, 1 წილი პიტნის ფოთოლი და ამდენივე კრაზანას ბალახი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალი, წამოადუღეთ და 3-5 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით ქურიდან, გადაწურეთ და გამოივლეთ ცხვირ - ხახაში დღეში 1-2-ჯერ.