ბებიამ მუწუკების და ფერისმჭამელების სამკურნალო საშუალებები მასწავლა, რომლებიც ყოველგვარ ლოსიონსა და მალამოს სჯობია.

ბებიამ  მუწუკების და ფერისმჭამელების სამკურნალო საშუალებები მასწავლა,  რომლებიც ყოველგვარ ლოსიონსა და მალამოს სჯობია.
ორი წლის წინ სახე სულ დამუწუკებილი მქონდა, მაგრამ დღეს სარკეში ჩახედვა მიხარია. ბებიამ მასწავლა წამლები, რომლებიც ყოველგვარ ლოსიონსა და მალამოს სჯობია. მინდა, თქვენც მოგითხროთ, როგორ მოვირჩინე სახის კანი. ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში მაინც უნდა ჩაიტაროთ უბრალო კოსმეტიკური პროცედურები, რომლებიც კანს სილამაზეს დაუბრუნებს, თქვენ კი თავდაჯერებას შეგმატებთ.

  • გარეცხეთ საშუალო ზომის ახალმოკრეფილი ახალგაზრდა მრავალძარღვას ფოთლები, შეამშრალეთ ხელსახოცით და დასრისეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთს. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოიბანოთ, ფაქიზად მოიშორეთ სველი ბამბის ტამპონით.
    მრავალძარღვას ფოთლები ასე შეინახეთ: სათითაოდ გარეცხეთ, გააშრეთ და ჩააწყვეთ სუფთა ქაღალდის ან ნაჭრის პაკეტში. ეცადეთ, არ დააზიანოთ.

  • ფერისმჭამელების გამონაყარის დროს, რომელსაც ახლავს კუჭის მომატებული მჟავინობა,შემდეგი ნარევი მოამზადეთ: აიღეთ ქრისტესისხლა - 1წილი, გვირილას ბალახი - 2 წილი, ფარსმანდუკის ბალახი - 2 წილი. მოამზადეთ ნაყენი და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • ფერისმჭამელების მოსაცილებლად და სახის გასაწმენდად გამოიყენეთ ფარსმანდუკის ხმელი ბალახის ნაყენი: 15 გრ ბალახი 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალზე.

  • სახეზე გაჩენილ მუწუკებზე წაისვით ძახველის ახალგაწურული წვენი.

  • ფერიმჭამელების მოსაცილებლად გამოიყენეთ ჟოლოს ნედლი ფოთლებისგან დამზადებული მალამო: 1 წილი წვენი 4 წილ კარაქზე, ან ვაზელინზე.

  • ფერიმჭამელების გამონაყარის მკურნალობისთვის ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა თეთრი შროშანის ფურცლების სპირტზე ნაყენი: ბოთლში მოათავსეთ თეთრი შროშანის ფურცლები, დაასხით არაყი, ან გაზავებული სპირტი. გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში. გაიწმინდეთ კანი ძილის წინ.

  • მიიღეთ ლუდის საფუარი -1-2 ჩ.კ. ჭამის წინ, ან ჭამის დროს. ეს საშუალება გაგიქრობთ ყმაწვილურ ფერისმჭამელებს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი