ამ ქალბატონს სახის კანი ისეთი ჰქონდა, დედაქალაქის პრესტიჟული სალონების სტუმრებს არც კი დაესიზმრებოდათ. აი, მისი სილამაზის რეცეპტი
პრობლემური კანი მაქვს. რაც მოწიფულ ასაკს მივაღწიე, მას შემდეგ სულ მის მოვლაში ვარ. რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ სუფთა და გლუვი კანი ოცნებად მრჩებოდა. ერთ ზაფხულს თანაკურსელმა სოფელში დამპატიჟა. მის მეზობლად ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა, რომელიც დილიდან დაღამებამდე საქმიანობდა - დიასახლისობდა, თაკარა მზეში ბაღ-ბოსტანსა თუ ვენახს უვლიდა... როგორც კი შევხედე, მაშინვე დამავიწყდა, რაც კი კანზე მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების შესახებ გამეგონა. იმ ახალგაზრდა ქალს, ისეთი პირისკანი ჰქონდა, დედაქალაქის პრესტიჟული სალონების სტუმრებს არც კი დაესიზმრებოდათ. ერთ საღამოს გავბედე და ვკითხე, ამდენი შრომისა და გარჯის შემდეგ ასეთი კანის შენარჩუნებას როგორ ახერხებ-მეთქი? პასუხად მან კანის გასაწმენდი და დასარბილებელი საშუალება მასწავლა:
მრავალძარღვას ნიღაბი სახეს გაგისუფთავებთ:
აიღეთ ახალმოკრეფილი, ქორფა მრავალძარღვას საშუალო ზომის ფოთლები, გარეცხეთ, გაამშრალეთ პირსახოცით და დასრისეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოირეცხოთ- ნაზად მოიშორეთ დასველებული ბამბის ტამპონით. მრავალძარღვას ფოთლები კი ასე შეინახეთ: საჭიროა ერთდროულად ყველა ფოთლის გარეცხვა, გამოშრობა და სუფთა თოფრაკში ჩაწყობა. ამასთანავე, ეცადეთ, არ დააზიანოთ.
- 1 კვერცხის გულს უნდა შეურიოთ 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი (ნებისმიერი) და 250 გრამი ნაღები ან რძე.
ცალკე უნდა აიღოთ ორი ლიმონის ნაყენი (დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 2-3 საათი, გაფილტრეთ და გააცივეთ ), დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი და დააყენოთ. - ეს ორივე ნარევი ერთმანეთში უნდა აურიოთ და დაამატოთ 150 მლ ქაფურის სპირტი, კარგად შეანჯღრიეთ, დაასხით 250 მლ ცივი ანადუღარი წყალი და კიდევ ერთხელ შეანჯღრიეთ.
მიღებული ნარევი უნდა შეინახოთ ბნელ, გრილ ადგილას. ამ ნარევით სახე უნდა გაიწმინდოთ ძილის წინ და არა დილით.