ნიღბები, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება ფორებიანი და პრობლემური სახის კანის მოსავლელად!
ცხიმიანი, ფორებიანი კანი აუცილებლად ითხოვს გაწმენდას და მოვლას. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური სახლში დამზადებული სამკურნალო ნიღბები.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
- 1 ცალ კვერცხის ცილას დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ამდენივე სპირტი. წაისვით დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 15 წთ. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ 1 კვირა.
ასეთი პროცედურა ჩაატარეთ დღეგამოშვებით 1 თვის განმავლობაში. იგი ავიწროვებს ფორებს. - ყოველ დილას სახე დაიბანეთ გვირილის ნაყენით. იგი ავიწროვებს ფორებს.
- კვერცხის ცილა და ფქვილი აურიეთ ისე, რომ სქელი ფაფა გამოვიდეს. ნიღაბი გაიჩერეთ 5 წუთს.
- ცხიმიანი, ფორებიანი და ოფლიანი სახე ყოველ დილით დაიბანეთ კრაზანას, სალბის, დედა - დედინაცვლის, ფარსმანდუკის ცივი ნაყენით. ნარებიდან აიღეთ 1 სუფრის კოვზი ბალახი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და გამოიყენეთ სახის დასაბანად.
- მუწუკების მოსაშორებლად გამოუყენეთ შემდეგი ნიღაბი:
საფუარი გახსენით რძეში, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. გაიკეთეთ ნიღაბი. გაიჩერეთ 20 წთ.