რომელი საკვებია სასარგებლო კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს
დროა, გამოვეთხოვოთ წარმოდგენებს წყლულის შემთხვევაში " სასარგებლო" და "მავნე" საკვების შესახებ. უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ამ წარმოდგენებს საფუძველი გამოაცალა. თუ წინათ მიიჩნეოდა, რომ წყლულის დროს წიწაკა საშიშია, ხოლო რძე - სასარგებლო, ამჟამად ცნობილია, რომ რძემ შესაძლოა ავადმყოფის მდგომარეობა გააუარესოს, ხოლო წიწაკა სულაც არ არის წყლულის მიზეზი.
ზოგიერთმა საკვებმა შესაძლოა გაჯანსაღება შეაფერხოს და წყლულით გამოწვეული ჩივილები გაახანგრძლივოს. საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანის გაღიზიანება და დაავადების ნიშნები რომ შესუსტდეს, აუცილებელია:
ამ რეკომედაციების შესრულებისას მედიკამენტური მკურნალობა უფრო მალე გამოიღებს შედეგს.
დადგენილია, რომ არავითარი კავშირი არ არსებობს ხილ-ბოსტნეულსა და წყლულს შორის. უბრალოდ, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული (განსაკუთრებით-პარკოსნები) ნაწლავებში ჭარბად აგროვებს აირებს და მუცლის შებერვას იწვევს, მეტეორიზმი ანუ მუცლის შებერვა კი პაციენტის თვითშეგრძნებას აუარესებს. სწორედ მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად ურჩევენ პაციენტებს ამა თუ იმ ხილისა და ბოსტნეულის მიღებისგან თავის შეკავებას და არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანი წყლულის მიზეზია.
წყლულის მიზეზი უმეტესად ჰელიკობაქტერიით ინფიცირებაა. გამოკვლევები მოწმობს, რომ წყლულის შემთხვევათა 75-95% სწორედ ამ მიკროორგანიზმით არის გამოწვეული. სწორედ ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგოდ ინიშნება ანტიბიოტიკები. სამწუხაროდ, ერთი ანტიბიოტიკით მისგან განკურნება შეუძლებელია, ამიტომ ექიმები მინიმუმ ორ ასეთ პრეპარატს უნიშნავენ (უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი კვლევა ჩატარდა, რათა დაედგინათ, ანტიბიოტიკების როგორი კომბინაციაა ეფექტური ჰელიკობაქტერიის ერადიკაციისთვის ანუ მისგან ორგანიზმის გასათავისუფლებლად). ანტიბიოტიკთან ერთად ინიშნება მჟავას სეკრეციის დამთრგუნველი პრეპარატიც. ანტიბიოტიკების მიღება, ჩვეულებრივ ერთ-ორ კვირას თუა საჭირო. შემდეგ მკურნალობა მხოლოდ მჟავას დამთრგუნველი საშუალებებით გრძელდება.
დადგენილია, რომ ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო თანამედროვე მკურნალობის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.

- ზომიერად გამოვიყენოთ საკაზმები;
- შევწყვიტოთ ასპირინისა და წყლულის გამომწვევი სხვა მედიკამენტების მიღება;
- თავი დავანებოთ თამბაქოს წევას;
- ვისაუზმოთ, ვისადილოთ და ვივახშმოთ რეგულარულად;
- გადავეჩვიოთ მუდმივ სუსვნას - განუწყვეტლივ ჭამა ხელს უწყობს მჟავას სეკრეციას;
- არ ვჭამოთ ძილის წინ, რათა შემცირდეს ღამით კუჭის წვენის გამოყოფა;
- უარი ვთქვათ ყავასა და ალკოჰოლზე;
- ნაკლები ვსვათ რძე-ის მჟავას სეკრეციის სტიმულატორია.