როგორ ვიეჭვოთ რომ კუჭის წყლული გვაქვს, უტყუარი სიმპტომები...
წყლული კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომლსაც კუჭ- ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია), რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს.
როგორ ვიეჭვოთ რომ წყლული გვაქვს?
მწველი ტკივილი წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ტკივილი წყლულის გამი აღმოცენდება და საგრძნობლად ძლიერდება მასზე კუჭის წვენის ზემოქმედებისას. ტიპურ შემთხვევებში ტკივილი შეიძლება:
უფრო იშვიათად მოსალოდნელია მძიმე სიმპტომების განვითარებაც. ესენია:
ამ ნიშნების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, წყლული იკურნება.

- შევიგრძნოთ ნებისმიერ ადგილას, ჭიპიდან მკერდის ძვლამდე;
- გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე;
- გამძაფრდეს შიმშილის დროს;
- გაძლიერდეს ღამით;
- შემცირდეს მჟავას გამანეიტრალებელი საკვების ან სიმჟავის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღების შემდეგ;
- აღმოცენდეს და გაქრეს რამდენიმე დღესა და კვირაში.
უფრო იშვიათად მოსალოდნელია მძიმე სიმპტომების განვითარებაც. ესენია:
- სისხლიანი ღებინება - პირნაღები მასა ალისფერი ან ყავის ნალექის მზგავსია;
- მუქი, პრიალა, მყრალი, კუპრისმაგვარი განავალი;
- გულისრევა ან ღებინება;
- წონის დაქვეითება;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
ამ ნიშნების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, წყლული იკურნება.