ფუტკრის შხამის დადებითი და უარყოფითი თვისებები
ეს არის მუშა ფუტკრებისა და დედა ფუტკრების შხამიანი ჯირკვლების სეკრეტორული მოქმედების პროდუქტი, რომელიც მკვეთრი სუნისა და მწარე-ცხარე გემოს მქონე სქელ უფერო სითხეს წარმოადგენს. მას რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს. შეიცავს ცილოვან ნივთიერებებს, პეპტიდებს, ბიოგენურ ამინებს. მნიშვნელოვანი ბიოლოგიური როლი აკისრია პეპტიდ აპამინს, რომელიც გოგირდს შეიცავს. ფუტკრის შხამი მოქმედებს ადამიანის კანში განლაგებულ ნერვების უწვრილეს დაბოლოებებზე და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა ნივთიერებათა ცვლას. ეს ორგანიზმს საშუალებას აძლევს აღადგინოს ყველა ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირება. ამასთან ერთად, ქვეითდება ქოლესტერინის დონე, უმჯობესდება ძვლის ტვინის მუშაობა ერითროციტების წარმოქმნისა და ჰემოგლობინის შემცველობის გაზრდისთვის, ქვეითდება სისხლის შედედება ( რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიოკარდის ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის ), აღდგება ნერვებისა და კუნთების ნორმალური აღგზნებადობა, იზრდება შარდოვანი ქვების დაშლა და ა.შ.
თავისი დადებითი მაჩვენებლების გამო, ფუტკრის შხამი აუმჯობესებს ძილს და მადას; მას კარგი შედეგები აქვს ისეთ დაავადებათა მკურნალობის დროს, როგორიცაა ჰიპერტონია, ბრონქული ასთმა, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. გამოიყენება რევმატიზმის, ართრიტების, პოლიართრიტების, ნევრალგიების, იშიასის, პოდაგრის, მჭამელას, ციებ- ცხელების, მშრალი პლევრიტის, ტროფიკული წყლულების, თრომბოფლებიტებისა და სხვა ანთებითი დაავადებების (უჩირქო ) დროს.
მაგრამ აქვს უკუჩვენებებიც:
მის შემცველ პრეპარატებს აქ ნიშნავენ ფუტკრის შხამის მიმართ ორგანიზმის მაღალი მგრძნობელობის, ასევე სისხლის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, დიაბეტის, სიმსივნეების ( ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი), ტუბერკულოზის, მძიმე ინფექციური დაავადებების, სეფსისის, ფსიქიური დაავადებების, თირკმელზედა ჯირკვლის, გამოფიტვის, ორსულობის დროს.