9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს
რაციონი არამარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფექტური მუშაობისთვისაც! სანელებლები აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, წვავს ცხიმებს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. უკლებლივ ყველა სანელებელი ანტიოქსიდანტია, ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და საღი აზროვნება.
- კურკუმა: შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვებში ქოლესტერინის ფოლაქებს. კურკუმას მოხმარებით შევძლებთ ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკას.
- ზაფრანა: მასში არსებული ნივთიერებები დეპრესიის მკურნალობაში ისეთივე ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტები. თუ გაწუხებთ შფოთვა და შიშები, რაციონში დაამატეთ ეს სანელებელი.
- სალბი: კვლევებით დადასტურებულია, რომ სალბი აუმჯობესებს ტვინის მეხსიერებაზე პასუხისმგებელ უბანს.
- დარიჩინი: აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას, გარდა ამისა, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, რითაც ორგანიზმს სიმსუქნესთან გამკლავებაში ეხმარება.
- რეჰანი: წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, აუმჯობესებს გულისა და ტვინის სისხლის მიმოქცევას, ასევე, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისება, რის ხარჯზეც ეფექტურად იცავს ალცჰაიმერის დაავადებისა და ჭკუასუსტობისგან.
- მაიორანი: შეიცავს 10-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მოცვი და ვაშლი. ეს სანელებელი ეფექტურად ებრძვის ტვინის დაბერებას.
- ნიორი: ხელს უწყობს ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კლავს კიბოს უჯრედებს.
- კოჭა: დამტკიცებულია, რომ კოჭას ფესვის ექსტრაქტი კარგი საშუალებაა პარკისონის დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე შაკიკისა და თავის კლასტერული ტკივილის შემთხვევაში.
- როზმარინი: ახალი ან გამხმარი როზმარინი ეფექტურია ჭკუასუსტობის დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ როზმარინი ეწინააღმდეგება თავის ტვინის კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას.