ხახვი ფანტასტიურად წმენდს ტვინის უჯრედებს, ის ვიტამინების საუკეთესო მიმწოდებელია
ხახვში შემავალი მიკროელემენტები ააქტიურებენ სენსორულ ნეირონებს და სისხლში მოხვედრისას ზემოქმედებენ ტვინის მრავალ მნიშვნელოვან ცენტრზე. ფრანგმა მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ხახვი აახალგაზრდავებს ადამიანის ტვინს, ეწინააღმდეგება სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას და წმენდს პრობლემური კანის ფორებს. ვინც რეგულარულად მოიხმარს ხახს უუმჯობესდებათ მეხსიერება, უმაღლდებათ ემოციური აქტივობა და განწყობილება.
ვიტამინების მომწოდებელი
C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა ) - ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მედიცინაში ფართოდ გამოყენებული ნივთიერებაა. საკვებში მისი უქონლობა იწვევს სურავანდს, სისხლნაკლებობას, გულის მუშაობის დარღვევას, აქვეითებს ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
ფოლაცინი (ფოლის მჟავა ) - აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისთვის. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილების ცვლაში, დადებითად მოქმედებს ღვიძლში ცხიმების, ქოლესტერინისა და რიგი ვიტამინების ცვლაზე. ფოლის მჟავას დეფიციტის დროს ორგანიზმში B12 ვიტამინის შენარჩუნების შესაძლებლობა იკარგება. მისი უკმარისობა იწვევს ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას, მკვეთრად ქვეითდება კუჭის წვენის მჟავიანობა, იწყება სისხლნაკლებობა, იქმნება პირობები ქრონიკული გასტრიტისა და ენტეროკოლიტის გასავითარებლად. რამდენადაც ფოლიცინი თბური დამუშავების დროს იშლება, მისი ყველაზე საიმედო წყაროა ახალი მწვანე ხახვი.
H ვიტამინს (ბიოტინს) ხახვი მცირე რაოდენობით, მაგრამ თავისუფალ მდგომარეობაში შეიცავს. ის ჭირდებათ კუჭ- ნაწლავის ტრაქტის, კანის, ჰიპერტონიული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ქრონიკული ნეფრიტის მქონე ადამიანებს.
PP ვიტამინი ( ნიკოტისი მჟავა ) იმ ფერმენტების შემადგენლობაში შედის, რომლებიც დამჟანგველ პროცესებში მონაწილეობენ, აჩქარებენ ჭრილობების შეხორცებას. ეს ვიტამინი აქტიურია მხოლოდ B1 და B2 ვიტამინების არსებობისას. PP ვიტამინის უკმარისობა აუარესებს მადას, თავს იჩენს ტკივილები კუჭში, ღებინება, მკვეთრი სისუსტე, უარესდება მეხსიერება, მისი სრული არსებობის შემთხვევაში კი ვითარდება მძიმე დაავადება - პელაგრა.
მინერალურ ნივთიერებათა წყარო
რკინა, რომელსაც ხახვი შეიცავს, მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი დეფიციტი, მძიმე ანემიას და სისხლის სხვა დაავადებებს იწვევს. რკინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული და მეძუძური ქალებისთვის. ხახვი ბოსტნეულში რეკორდსმენია ერთდროულად სამი ელემენტის: რკინის, თუთიის და სპილენძის შემცველობით. ეს ელემენტები ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ. მათი ერთობლივი მოქმედება კი ორგანიზმის დამცველ ფუნქციას ზრდის. სუნთქვის სისტემაზე სასიკეთო გავლენას ახდენს ხახვში არსებული იოდი, რასთანაცაა დაკავშირებული ხახვის დამამუხრუჭებელი გავლენა ათეროსკლეროზის განვითარებაზე.
ალუმინი ადამიანის თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის შემადგენლობაში შედის; მონაწილეობს ეპითელური და შემაერთებელი ქსოვილების აგებაში, ძვლების რეგენერაციის პროცესებში, ფოსფორულ ცვლაში, ამაღლებს საერთო მჟავიანობას და კუჭის წვენის გადამამუშავებელ უნარს, ზრდის კუჭის წვენში არსებული მარილმჟავების შემცველობას.
მარგანეცით მდიდარია ხახვი. ეს ელემენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ცოცხალი უჯრედების ცხოველმყოფლობის შენარჩუნებაში. მარგანეცი აუცილებელია სასქესო ჯირკვლებისა და საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მისი დეფიციტი უარყოფითად აისახება ნერვული სისტემის სტაბილურობაზე.
გოგირდი, სხვა მცენარეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ბევრია ხახვში. ეს ელემენტი აუცილებელია საკვებგადამამუშავებელი ჯირკვლების სეკრეციის სტიმულაციისთვის, კუჭქვეშა ჯირკვალში ინსულინის სინთეზისთვის, რომლის დეფიციტსაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები განიცდიან. გოგირდი ორგანიზმს სხვადასხვა შხამიანი ნივთიერებებისგან განთავისუფლებაში ეხმარება და უჯრედებში ენერგეტიკული ცვლისთვის საჭირო საწვავს წარმოადგენს. იოდთან ერთად ის უჯრედების სწორ კვებას უზრუნველყოფს.
სელენიუმის საუკეთესო საბადოცაა ხახვი, სხვა სიკეთეებთან ერთად. სელენიუმი E ვიტამინთან ერთად ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას და ამით ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ერითროციტების მომწიფებას და აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას.
აი, ორგანიზმისთვის საჭირო რამდენ აუცილებელ ნივთიერებას შეიცავს უბრალო ხახვი! და ყველა ეს "წამალი" ერთად იმყოფება მწარე და სუნიან ხახვის ქსოვილში და ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ.