უნიკალური ხალხური რეცეპტები მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ

უნიკალური ხალხური რეცეპტები მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ
გულის კუნთის უბნის ნეკროზს (სიკვდილს), რომელიც გამოწვეულია არტერიული სისხლით მისი არასაკმარისი მომარაგების გამო, ეწოდება მიოკარდიუმის ინფარქტი. დროთა განმავლობაში გულის კუნთის ქსოვილის ნაწილი ჩაინაცვლება ნაწიბუროვანი (შემაერთებელი) ქსოვილით, რომელსაც მივყავართ გულის მუშაობის მნიშვნელოვან გაუარესებამდე.
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მთავარ მიზეზად გვევლინება კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი (შემთხვევათა 90%- ში).
დაავადების განვითარების მაპროვიცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ნერვული გადაძაბვა, ძლიერი ემოციონალური ზემოქმედება, ფიზიკური გადაღლა - მძიმე მუშაობა, ჩქარი სიარული. თამბაქოს წევა ხელს უწყობს დაავადების განვითარებას, ასევე სპირტიანი სასმელები და უხვი საკვებით კუჭის გადატვირთვა.
მიოკარდიუმის ინფარქტი შემთხვევათა 90 % - ში იწყება გამოხატული ტკივილის სინდრომით. ტკივილი ჩნდება გულის მიდამოში, ასევე მკერდის ძვლის უკან და ზოგჯერ მოიცავს მთელ გულ - მკერდის მიდამოში უდევს გავარვარებული რკინა. მიოკარდის ინფარქტის დროს ტკივილები ატარებს ინტენსიურ ხასიათს და შეიძლება იყოს იმდენად ძლიერი, რომ ავადმყოფი კარგავს გონებას და დგება შოკი - ჩნდება სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, მკვეთრად ეცემა წნევა.

რეცეპტები:
  • დაავადების პირველ დღეებში რეკომენდებულია დღეში 2 - ჯერ ვსვათ სტაფილოს წვენი მცენარეულ ზეთთან ერთად (ნახევარი ჭიქა წვენი და 1 ჩ/კ ზეთი).

  • შავბალახას პრეპარატები აქვეითებენ არტერიულ წნევას, იჩენენ დამამშვიდებელ მოქმედებას.

  • გულის მოქმედების ნორმალიზებისათვის: 100 გრ ახლადდაკრეფილ ღიღილოს ბალახს (ყვავილობის დასაწყისში) დავასხათ 400 გრ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი, დავახუროთ მჭიდროდ ჭურჭელს თავსახური და დავდგათ მზეზე 20 დღე, რის შემდეგაც გავწუროთ. მივიღოთ თითო ჩ/კ დილით, უზმოზე.

  • გულის შეტევის განვითარების ასაცილებლად, გულის მიდამოში ტკივილის გაჩენის დროს, რეკომენდებულია გადავყლაპოთ მთლიანად ნიორის პატარა კბილი. ეს საშუალება ერთჯერადია, მას შეიძლება მივმართოთ ნიტროგლიცერინის უქონლობის შემთხვევაში.

  • მინდვრის შვიტა -2 წილი, მატიტელა - 3 წილი, კუნელის ყვავილები - 5 წილი. ამ ნარევის 2 ჩ/კ - ს დავასხათ 400 მლ მდუღარე და დავაყენოთ 1 სთ. გავწუროთ. ვსვათ მესამედი ჭიქა გულის სისუსტის დროს.

  • ფურისულას გამხმარ, ყვითელ გვირგვინებს - 3 ს/კ დავასხათ 4 ჭიქა მდუღარე და დავაყენოთ თერმოსში ღამით. ეს მთლიანად დავლიოთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 3 -4 -კვირა.

  • გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად: 1 ს/კ საროს ბალახს (ასისთავა, ოსმალური მიხაკი ) დავასხათ 0,5 ლ მდუღარე და დავაყენოთ 1 სთ თბილ ადგილას. ვსვათ თანაბარი პორციებით დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წთ ადრე. მივიღოთ 2 - 3კვირის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი