მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალო ხალხური რეცეპტები
გულის კუნთის უბნის ნეკროზს (სიკვდილს), რომელიც გამოწვეულია არტერიული სისხლით მისი არასაკმარისი მომარაგების გამო, ეწოდება მიოკარდიმის ინფარქტი.
იშვიათ შემთხვევებში მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება ტკივილების გარეშე და მჟღავნდება სწრაფად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის სიმპტომებით. ეს უფრო ხშირად აღინიშნება ხანში შესულებსა და მოხუცებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად, კარდიოსკლეროზის ფონზე, დიდხანს იტანჯებიან მიოკარდიუმის დაზიანების გამო. ასეთი ვარიანტი, ასევე არაიშვიათად გვხვდება განმეორებითი ინფარქტის დროს.
იმის შემდეგ, რაც მწვავე ტკივილების შეტევა გაივლის, ავადმყოფის მდგომარეობა რამდენადმე უმჯობესდება, მაგრამ 2-3 დღის შემდეგ გამოვლინდება სისხლის მიმოქცევის მოშლის ნიშნები.
რეცეპტები:

- თხილი. ამ მცენარის პრეპარატები აფართოებენ გულის სისხლძარღვებს და ამიტომ ნაჩვენებია იშემიური დაავადების ყველა სახის დროს. ნაყენები (წყალზე, თუ სპირტზე) აქვეითებენ არტერიულ წნევას, მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, როგორც დამამშვიდებელი საშუალება და მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის დროს აძლიერებენ ტკივილდამაყუჩებელი საშუალებების ფოთლებს ან ქერქს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ - ით თბილ ადგილას და მივიღოთ 2-2 ს/კ დღეში 3-4-ჯერ.
- გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად: დაასხით 3 წილი არაყი 2 წილ წიწმატურას ბალახს (მოცულობით და არა მასით), დააყენეთ 9 დღე და გაწურეთ. მიიღეთ 20 - 20 წვეთი (მიაყოლეთ ერთი კოვზი წყალი ) 3-ჯერ დღეში, 3-4-კვირის განმავლობაში.
- მოვამზადოთ ნარევი: 125 გ ლეღვის დაქუცმაცებული ნაყოფი, 250 გ დაჭეჭყილი ლიმონი კანით, მარცვლების გარეშე, 250 გ თაფლი, 50 გ არაყი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ხის კოვზით და შევინახოთ მაცივარში. მივიღოთ თითო ს/კ 3-4-ჯერ დღეში, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება, გულის ყველა დაავადების დროს.
- 100 გ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას დავასხათ 2 ლ წყალი. ვადუღოთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, დავაყენოთ 1 სთ. ოთახის ტემპერატურაზე, გავწუროთ, დავამატოთ 200 გ თაფლი, ავურიოთ, შევინახოთ მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, მივიღოთ მესამედი ჭიქა 3-ჯერ დღეში, გულის შესუსტებული მუშაობის დროს.
- მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა ყვავტყემალის ახალი ნაყოფი, ასევე ნახარში და ნაყენი ნაყოფისა და ფოთლებისა, კვირტებით.