რა იწვევს და რა სიმპტომები ახასიათებს მშრალი თვალის სინდრომს
ბუნებრივი დაბერების კვალად, ავიტამინოზის ფონზე, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობითა და მტვრიან გარემოში ყოფნით, ადამიანებს თვალის სიმშრალე უვითარდებათ, რომელიც დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სპეციალისტები მას "მშრალი თვალის სინდრომს" უწოდებენ, რაც საცრემლე ჯირკვლების მიერ თვალის ლორწოვანი გარსის დასატენიანებლად საჭირო ცრემლის არასაკმარის გამომუშავებას უკავშირდება.
თვალის სიმშრალეს იწვევს:
"მშრალ თვალს" ახასიათებს:
დასაწყისში ჩნდება დისკომფორტის, თვალში ქვიშის არსებობის მაგვარი შეგრძნება, წითლდება თვალის ლორწოვანი გარსი - ეს შეგრძნებები განსაკუთრებით მწვავდება და ძლირდება დაღლილობისას, ტელევიზორსა და კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომისას. დასვენების შემდგომ სიმპტომები თავისით გაივლის. მოგვიანებით შემაწუხებელი ნიშნები დასვენების შემდგომაც გრძელდება და მას სხვა ნიშნებიც ემატება: თვალის ქავილი, წვა, ტკივილი თვალების დახუჭვისას. პერიოდულა გამოსახულების დამახინჯება, მხედველობის საგრძნობი დაქვეითება, ქარიან და ყინვიან ამინდში ცრემლდენა, თვალების ტკივილი ძლიერი განათებისას, თვალის კაკალში წნევის გაზრდა კითხვისა და კომპიუტერთან ჯდომისას - თუ ამ სიმპტომებიდან ერთ - ერთი მაინც გრძელდება და ძლიერდება, ცხადია, რომ ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. თვალებს სპეციალური დამხმარება ესაჭიროება, რამდენადაც მშრალი თვალის სინდრომი სერიოზულ საფრთხელს უქმნის რქოვანას ჯანმრთელობას და საზოგადოდ, მხედველობასაც.
როგორ მივიქცეთ?
თვალის სიმშრალისას დაგვეხმარება თვალის დამატენიანებელი წვეთები და ჟელეები, რომელთაც ხელოვნური ცრემლის შედგენილობა აქვთ. არსებობს სპეციალური მედიკამენტებიც, ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობა სპეციალური ლინზების ტარება.
თვალის სიმშრალეს იწვევს:
- A ვიტამინის დეფიციტი;
- თვალზე მშრალი, კონდიცირებული ჰაერის მუდმივი მოქმედება;
- ენდოკრინული ფონის ცვლილება;
- უხარისხო კონტაქტური ლინზების ტარება;
- ქრონიკული გადაღლა;
- უძილობა;
- თამბაქოს კვამლი;
- მშრალი და ცხელი გარემო;
- ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია;
- კომპიუტერთან გადაღლა;
- ორგანიზმში ზოგადი მინერალებისა და სითხის უკმარისობა.