რა იწვევს კერატიტს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დაავადებას.

რა იწვევს კერატიტს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დაავადებას.
კერატიტი თვალის რქოვანა გარსის ანთებითი დაავადებაა. ეს შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, სოკომ, ქრონიკულმა დაავადებებმა ( ტუბერკულოზმა, სიფილისმა და სხვა), ავიტამინოზმა, დისტროფიულმა ცვლილებებმა.
კერატიტი მძიმე დაავადებაა - რქოვანა გარსის შემღვრევამ, გუგის არეში შეხორცებათა გაჩენამ და კერატიტის სხვა დაქვეითება გამოიწვიოს. მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენდოფთალმიტი ( თვალის შიგნითა გარსის ანთება ) და პანოფთალმიტი ( თვალის ყველა გარსის ჩირქოვანი ანთება ). დაავადება გრძელდება რამდენიმე კვირას ან რამდენიმე თვეს.

ზედაპირული (გვერდითი ) კატარული კერატიტი. კერატიტის ეს ფორმა ვითარდება კონიუნქტივიტის ( თვალის შემაერთებელქსოვილოვანი ანთება ), ქრონიკული დაკრიოცისტიტის (საცრემლე აპკის ანთება ) დროს. თან სდევს სინათლის შიში, თვალის ტკივილი. რქოვანას ირგვლივ კონიუნქტივა წითლდება.
რქოვანას კიდეებში წარმოიქმნება ერთეული ან ერთმანეში გარდამავალი ინფილტრატები, რომლებიც შესაძლოა დაწყლულდეს. შემდგომში რქოვანა გარსში სისხლძარღვები ჩაიზრდება.
კერატიტის ამ სახესხვაობას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა გამოხატული დინამიკის გარეშე.

მკურნალობა:
უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების მიზეზის აღმოფხვრა. ადგილობრივად ინიშნება:
  • ხსნარები - პენიცილინისა, 1 % - იანი ტეტრაციკლინისა, 0,25 % - იანი ლევომიცინისა, 0,5 % - იანი გენტამიცინისა, 20 - 30 % - იანი სულფაცილ - ნატრიუმისა, 10 - იანი სულფაპირიდაზინ - ნატრიუმისა;

  • მალამოები: 1 % - იანი ტეტრაციკლინისა, 1 % - იანი ერითრომიცინისა, 1 % - იანი სინტომიცინის ემულსია, სოლკოსერილი.
  • გუგების გამაფართოებელი ხსნარები: 1 % - იანი გომატროპინი, 1 %- იანი პლატიფილინი.
  • ვიტამინის წვეთები;
  • ჰიდროკორტიზონის ხსნარი ( სიფრთხილით );
  • შინაგანად: 10 % - იანი კალციუმის ქლორიდის ხსნარი, დიმედროლი, პიპოლფენი, სუპრასტინი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა