"შიმშილი ძილში აახალგაზრდავებს 10 წლით! უკვე 14 საათის შემდეგ..."

"შიმშილი ძილში აახალგაზრდავებს 10 წლით! უკვე 14 საათის შემდეგ..."
შიმშილობის მრავალფეროვანი ხერხები დიდი ხანია ცნობილი არიან, ხოლო ექიმები ასევე დიდი ხანია დავობენ ჯანმრთელობისათვის მათი სარგებლობის შესახებ. ეგ არის, რომ ბოლო დროს შიმშილობის მიმართ ინტერესი გაძლიერდა ამერიკელი მეცნიერების განცხადებების წყალობით.

მოდით გავეცნოთ ინფორმაციას პერიოდული შიმშილობის სარგებლობაზე და მისი ჩატარების მართებულ და უვნებელ მეთოდებზე

სწორად როგორ ვიშიმშილოთ

დასაწყისში გავერკვეთ, თუ რითი არის სასარგებლო შიმშილობა. პირველ რიგში, შიმშილობის სარგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას წიდასგან და შხამისგან. ასევე შიმშილობა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხელს უწყობს გახდომას და, როგორ უკვე ითქვა, ანელებს ორგანიზმის დაბერებას. ის ითვლება სიბერესთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ხერხად!



საკუთარ ორგანიზმთან ნებისმიერი ცდის ჩატარებისას მთავარია - არ გადაამლაშოთ! განსაკუთრებით ეს ეხება შიმშილობას. კარგი ეფექტის მისაღებად არ არის აუცილებელი მრავალდღიანი, გამაწვალებელი და მძიმე შიმშილობების მოწყობა. შიმშილობის სარგებლობა მაშინ ვლინდება, როდესაც ორგანიზმში ჩაირთვება კეტოზის პროცესი. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სხეული ენერგიად აქცევს ორგანიზმში დაგროვილ ცხიმს.



ასეთ მდგომარეობაში ორგანიზმი შედის საკვების მიღებაზე უარის თქმიდან 14-16 საათის გასვლის შემდეგ. ამიტომ შიმშილობა საჭიროა არა დღეების, არამედ საათების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ შიმშილობამ არ დაარღვიოე ცხოვრების ჩვეული რითმი. ის უნდა იყოს კომფორტული თქვენთვის და თქვენი ორგანიზმისთვის. ამისათვის შემუშავდა შიმშილობის სპეციალური ხერხები, თანაც ის ძირითადად მიმდინარეობს ძილში. ასეთი შიმშილობა ნაკლებ რთულია, მაგრამ არა ნაკლებ ეფექტურია ადამიანისათვის.



გთავაზობთ შიმშილობის სამ ვარიანტს, რომელიც არ დაარღვევს ცხოვრების ჩვეულ რითმს და სრულიად მოსახერხებელია ყოფაში. რომელი შეირჩეს - ეს თავად გადაწვიტეთ.

შიმშილობის ხერხები:

1. ბერ-მონაზონის მარხვა

ეს ხერხი ძალიან წაადგებათ იმათ, ვინც პირველად შიმშილობს. რეჟიმიც ისეა შედგენილი, რომ შიმშილობისათვის გამოყენებულ იქნას ძილის დრო. შიმშილობის ხანგძლივობა შეადგენს 36 საათს - ერთი დღე და ორი ღამე. პირველ დღეს უნდა ივახშმოთ ჩვეულებრივ, მეორე დღეს - შიმშილობაა, მესამე დღეს - მსუბუქი საუზმე, შემდეგ კი ჩვეულებრივი კვება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში უნდა სვათ ბევრი წყალი და სხვა ნულოვანი კალორიის სითხე წყლისგან დაცლის ასაცილებლად. შეიძლება ჩაიც და ყავაც შაქრის გარეშე.



თუ პირველად შიმშილობთ, სჯობს აირჩიოთ ისეთი დღე, როდესაც არ მოგიწევთ მძიმე სამუშაო. ეს დღე მძიმე იქნება, ასე რომ არ ღირს მნიშვნელოვანი ამბებით დატვირთული დღის შერჩევა. ოღონდ უსაქმოდ ყოფნაც არ ვარგა. რაღაცით უნდა დასაქმნდეთ იმისათვის, რომ ტვინმა არ იფიქროს მარტო საკვებზე.

მესამე დღის დილას შიმშილობა დამთავრებულია. ჯერ ცოტა წყალი დალიეთ. საუზმე უნდა იყოს მსუბუქი იმიტომ, რომ არ ღირს შემცირებული კუჭის ერთბაშად დატვირთვა.



2. რეჟიმი 16/8

ეს კიდევ ერთი ხერხია იმათთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ უნდა ხანგძლივი შიმშილობის გაძლება. ყველაფერი საკმარისად მარტივია. საჭიროა პირველ დღეს საუზმეზე უარის თქმა და საკვების მიღების გადატანა გაღვიძებიდან 6-8 საათის შემდეგ.

შიმშილობის ხანგძლივობა მოიცავს დროს ჭამის გარეშე ძილის წინ, ძილის დროს და იმ 6-8 საათს საკვების პირველ მიღებამდე. მთლიანობაში ასეთ რეჟიმში საჭიროა ჭამაზე უარის თქმა 14 საათის განმავლობაში (ქალებისათვის) ან 16 საათის განმავლობაში (კაცებისათვის), დანარჩენ დროში კი შეიძლება ჩვეულებრივად კვება.



3. ჰიმალაური მარხვა

შიმშილობის ამ ვარიანტში საკვების მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ 60 საათის განმავლობაში. ეს ხერხი ჰგავს ბერ-მონაზონის მარხვას, ოღონდ ორჯერ ხანგძლივია. ეს იმათ მოუხდებათ, ვინც ადრე შიმშილობდა.

სქემა შემდეგნაირია: პირველ დღეს ვახშმობა ჩვეულებრივია, მეორე და მესამე დღეები - შიმშილობა, ხოლო მეოთხე დღეს - მსუბუქი საუზმე და ვბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხია, მას ხშირად იყენებენ 5/2 რეჟიმში, ანუ ხუთი დღე ჩვეულებრივი კვება და ორი დღე მარხვა.

თუ ძნელია ორი დღე შიმშილობა, მაშინ შეიძლება ცოტა კვებაც, მაგრამ არა უმეტეს 500 კალორიისა დღეში. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 350 გრამი უცხიმო მოხარშული ხორცი და 800 გრამი ბოსტნეული. თუ რეგულარულად იტარებთ შიმშილობებს, უმჯობესია თანდათანობით დაიყვანოთ კალორიების რაოდენობა მინიმუმამდე.



აგრეთვე მნიშვნელოვანია იმის გაგებაც, რომ შიმშილობა ყველას არ უხდება და ის არ წარმოადგენს ყველა დაავადებისგან განთავისუფლების პანაცეას. არის მრავალი შემთხვევა, როდესაც შიმშილობა კატეგორიულად დაუშვებელია. თუ გაწუხებთ სხეულის მასის დეფიციტი, ავთვისებიანი სიმსიმნე, სისხლის სისტემური დაავადებები, შაქრის დიაბეტი და ნებისმიერი სახის გულის უკმარისობა - შიმშილობა აკრძალულია. მძიმე ავადმყოფობისას უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს ეფექტიანი წამლის ასარჩევად.

თუ რაღაც პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობასთან, მაგრამ მაინც გადაწყვიტეთ შიმშილობა - მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს საკონსულტაციოდ. ხოლო თუ მზად არ ხართ ან გრძნობთ, რომ რაღაც მიზეზების გამო არ გსურთ ან არ შეგიძლიათ შიმშილობა, მაშინ არ ღირს საერთოდ ამ საქმის წამოწყება. ასე თქვენ მხოლოდ დააზარალებთ საკუთარ ორგანიზმს.

ყველაფერს უნდა მიუდგეთ სიფრთხილით და არავითარ შემთხვევაში არ გადაამეტოთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შიმშილობა უდიდეს სარგებელს მოუტანს ორგანიზმს და გაჩუქებთ ჯანმრთელობას და ხანდაზმულობას.