დიაბეტს ჭინჭარი შველის. ვერც კი წარმოიდგენს, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლა ამ მსუსხავ ბალახს.

დიაბეტს ჭინჭარი შველის. ვერც კი წარმოიდგენს, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლა ამ მსუსხავ ბალახს.
წინათ მეგონა, შაქრიანი დიაბეტი მათ ემართებოდათ, ვინც დიდი რაოდენობით ტკბილს მიირთმევდა. ეს დიაგნოზი ჩემს დედამთილს რომ დაუსვეს, მაშინღა შევიტყვე, რომ ტბილეულს ბრალი არ მიუძღვის - თურმე ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი აღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს, ანდა, უბრალოდ, მცირდება უჯრედების მიმღებლობა ამ მეტად საჭირო ჰორმონის მიმართ. გლუკოზა ორგანიზმის თავისებური საწვავი ყოფილა, ინსულინი კი გასაღები, რომელიც უჯრედებს გლუკოზის მისაღებად აღებს. ჩემი დედამთილი პირველ ხანებში აქტიურად იღებდა ყველა წამალს, რომლებიც ექიმმა გამოუწერა. შემდეგ პარალელურად სამკურნალო მცენარეების გამოყენებაც დაიწყო. მის აფთიაქში საპატიო ადგილი ეკავა ჭინჭარს - მცენარეს, რომელსაც მრავალი ჩვენგანი გვერდს ისე ჩაუვლის, ვერც კი წარმოიდგენს, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლა ამ მსუსხავ ბალახს. დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სამკურნალო თვისებებით იგი არც ერთ მცენარეს არ ჩამოუვარდება. სპეციალისტებმა მასში მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე 100-მდე ნაერთი აღმოაჩინეს. ჩვენში ჭინჭარს ისეთი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, რომელთა დროსაც დაქვეითებულია დაავადების გამომწვევი ფაქტორებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი. სასარგებლოა იგი სისხლდენებისა და ანემიების დროს, რადგან ზრდის სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობას. დადგენილია მისი დადებითი გავლენა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების ფუნქციობაზე. კარგია ტუბერკულოზის დროსაც. მაგრამ ის, რომ არ მცენარის ფოთლები სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ბევრმა არ იცის.

  • ჭინჭრის 100 გრამი ნედლი ფოთოლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. 10-14 დღეზე მეტხანს ნაყენის სმა არ შეიძლებ, რადგან ჭინჭარი ზრდის სისხლის შედედების უნარს. ერთ კურსს რომ ჩაიტარებთ, შეგიძლიათ, იმავე წესით მოამზადოთ კრაზანას, მარწყვის ან ხენდროს ფოთლების ნაყენი.
    პერიოდულად აუცილებელია სისხლში შაქრის დონის გაზომვა.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი