ყურადღება! თუ ამ 8 დარღვევიდან რომელიმე გიფიქსირდებათ შესაძლოა დიაბეტი აღმოგაჩნდეთ
რა არის დიაბეტი
დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი.
1. დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორი ძირითადი მიზეზის გამო:
თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა ან არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს, ამ შემთხვევაში განვითარებულ დიაბეტს უწოდებენ ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს
2. თქვენი ორგანიზმი ვერ მოიხმარს მის მიერვე გამომუშავებულ ინსულინს, ამ მდგომარეობას უწოდებენ ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს.
ორივე შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ ორგანიზმის მიერ ენერგიის წარმოსაქმნელად იქნას გამოყენებული, სისხლში გროვდება დიდი რაოდენობით გლუკოზა, შესაბამისად ადამიანს უქვეითდება ენერგია, აქვს დაღლილობის შეგრძნება, უხასიათობა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა, ასევე შეიძლება აღენიშნოს წონაში კლება, მხედველობის დაქვეითება, სხვადასხვა ინფექციები და ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლში გლუკოზის აწეული დონე აზიანებს მთელ ორგანიზმს და იწვევს სხვადასხვა გართულებების განვითარებას, როგორებიცაა თირკმელების, გულის, მხედველობის დაავადებები, ტერფის დაზიანება.
ჩამოთვლილი გართულებების თავიდან აცილება შასაძლებელია დიაბეტის სათანადო მართვით, რაც გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლების შენარჩუნებას ნორმის ან ნორმასთან მიახლოებულ ფარგლებში. იგი არა მარტო თავიდან აგაცილებთ დიაბეტის გართულებების ჩამოყალიბებას, არამედ იცოცხლებთ ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრებით.
ჯანმო-ს 2000 წლის მონაცემების მიხედვით 177 მლნ ადამიანს მსოფლიოში აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი, 2025 წლისათვის მოსალოდნელია ამ ციფრის 300 მლნ-მდე გაზრდა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი აღენიშნება 10 %-ს, ხოლო 90%-ს ტიპი 2, ამ უკანასკნელთაგან 80 % ჭარწონიანია.
დიაბეტის რიცხვის ასეთი ზრდა ტიპი 2 დიაბეტის ხარჯზე ხდება. ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა, სიმსუქნის სიხშირის მატება, ცხოვრების უმოძრაო წესი, სტრესული გარემო და ა. შ.
8 დარღვევა იმის გასარკვევათ გაქვთ თუ არა დიაბეტი
1. შიმშილის გაუმართლებელი გრძნობა
2. „ქვიშა თვალებში“ და მხედველობის სხვა დარღვევები.
3. ძლიერი სისუსტე
4. გახშირებული შარდვა
5. წონის დაკარგვა
6. წყურვილის გადაჭარბებული გრძნობა
7. კანის სტრუქტურის შეცვლა
8. ჭრილობის დაგვიანებული შეხორცება