უვნებელი რეცეპტები, რომლებიც არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს
დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყარო, გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი. ასეთ დროს ხალხური რეცეპტები დადებითად მოქმედებენ.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ყავის საფქვავში დაფქვით 2 ს/კ წიწიბურა და მიღებული ფხვნილი ჩაუშვით ჭიქა კეფირში. მოურიეთ და დალიეთ 2 - ჯერ დღეში, დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 800 გრ ჭინჭარს დაასხით 2,5 ლ არაყი, გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ კარტოფილის წვენი 2 - ჯერ დღეში, დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ 1 ს/კ, იასამნის კვირტს (შეაგროვეთ გაზაფხულზე, სანამ გაიშლება და გააშრეთ ჩრდილში ) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. და მიიღეთ 1 ს/კ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- კუჭქვეშა ჯირკვლის დასუსტების და სისხლში შაქრის კონცენტრაციის გაზრდისას თერმოსში ჩაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი, მოათავსეთ მასში 10 ცალი დაფნის ფოთოლი, მოურიეთ და გააჩერეთ ერთი დღე - ღამის განმავლობაში. მიიღეთ 50 მლ. 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 - 3 კვირა.
- აიღეთ 20 გრ კაკლის ნორჩი ფოთოლი, ან დაუმწიფებელი ნაყოფი, დაჭერით, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 - 30 წთ, გადადგით და გააჩერეთ 30 წთ. გაწურეთ. დალიეთ ჩაივით - 1 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში. 3 - 4 კვირის შემდეგ უნდა გააკეთოთ 5 - 10 დღიანი შესვენება.