რა არის ინსულინრეზისტენტობა და რა კავშირი აქვს მას სიმსუქნესთან?!
ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც აუცილებელია სისხლიდან გლუკოზის (შაქრის) კუნთებსა და ცხიმის უჯრედებში გადასატანად, სადაც ის ენერგიის წყაროდ იქცევა. ამასთანავე, უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტირება სისხლში მისი ნორმალური დონის შენარჩუნებასაც ემსახურება. ინსულინრეზისტენტობა კი ის მდგომარეობაა, როდესაც უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტირების თვალსაზრისით ინსულინის მიმართ უფრო რეზისტენტულია, ვიდრე კუნთოვანი. ამის კვალობაზე, სიმსუქნე ინსულინრეზისტენტობას იწვევს. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ამაზე რეაგირებს - პანკრეასი უფრო მეტ ინსულინს წარმოქმნის და სისხლში გლუკოზის შემცველობაც ნორმალური რჩება. ასე გრძელდება, ვიდრე პანკრეასს ექნება ინსულინის საკმარისი რაოდენობის გამომუშავების უნარი. ასეთი ისულინრეზისტენტული მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სისხლში გლუკოზის ნორმალური და ინსულინის მაღალი შემცველობა, შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ უსასრულოდ, რა თქმა უნდა, ვერ გაგრძელდება. დაიწყება სისხლში გლუკოზის დონის მატება და განვითარდება II ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ამრიგად, ინსულინრეზისტენტობა პრედიაბეტური ანუ დიაბეტისწინარე მდგომარეობაა.
საყურადღებოა ისიც, რომ, თანამედროვე მონაცემების თანახმად, დიაბეტთან ასოცირებული ათროსკლეროზი ჯერ კიდევ ინსულინრეზისტენტობის სტადიაში იწყება. გარდა ამისა, დადგენილია, რომ სიმსუქნის ხარისხსა და ხანგრძლივობის პროპორციულად იზრდება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის რისკი. II ტიპის დიაბეტი ასოცირებულია ცენტრალურ სიმსუქნესთან ანუ ცხიმის ჭარბ დაგროვებასთან წელის არეში, რის შედეგადაც სხეულის ფორმა ვაშლს ემზგავსება.