ეს საშუალება ორქიდეას მოყვარულებისთვის ნამდვილი მიგნებაა!
ძალიან ბევრი ორქიდეას ზედმეტად მომთხოვნ და ჯიუტ მცენარედ მიიჩნევს. თუმცა ზოგიერი ორქიდეას მეპატრონე ახერხებს სახლში ნამდვილი ბაღი შექმნან... როგორ ახერხებენ?
ეს ძალიან მარტივია - ორქიდეას მოვლის ინსტრუქციებს ზუსტად ასრულებენ! დღეს გაგიზიარებთ ყველა იმ დეტალს, რომელიც ორქიდეას მფლობელმა უნდა იცოდეს.
როგორ მოვუაროთ სწორად ორქიდეებს
1. როდის გადავრგოთ მცენარე?
მცენარის შეძენის შემდეგ ახალ ნიადაგში გადანერგვა აუცილებელი არაა. კარგ მცენარეს მხოლოდ 2-3 წლის შემდეგ დასჭირდება გადანერგვა, როცა ძველი სუბსტრატი დაიშლება.
თუ ჩამოფასებული მცენარე შეიძინეთ, გარემოების მიხედვით უნდა იმოქმედოთ. კარგად შეამოწმეთ მცენარის ფესვები ხომ არ არის დამპალი.
2. რომელი სუბსტრატი შეესაბამება ორქიდეა ფალაენოპსს?
ფალაენოპსი ეპიფიტური მცენარეა (იზრდება ხის მორევზე). ბუნებაში მას სუბსტრატი არ სჭირდება, რადგან ყველა საჭირო ნივთიერებას წვიმის წყლით ღებულობს. სახლის პირობებში ამ მცენარეს ვერტიკალური მიმართულება უნდა მისცეთ.
3. ორქიდეას გადანერგვისთვის როგორი ქოთანი შევარჩიოთ?
მცენარეს თავს კარგად რომ გრძნობდეს სწორი ქოთანი უნდა შეარჩიოთ. ორქიდეას ქოთანი უნდა იყოს გამჭირვალე, ასევე უნდა ჰქონდეს სადრენაჟო სისტემა და მცენარის ზომას უნდა შეესაბამებოდეს.
4. როგორ გადავნერგოთ ორქიდეა?
მოამზადეთ პატარა ჭურჭელი თბილი წყლით, გამჭირვალე ქოთანი, მაკრატელი, ახალი სუბსტრატი და ბრილიანტის მწვანე. ორქიდეა პირდაპირ წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ. ნაზად გაასუფთავეთ და კვლავ წყალში ჩადეთ. გაათავისუფლეთ ფესვები ძველი ნიადაგისგან.
მაკრატელს დეზინფექცია გაუკეთეთ და მცენარეს გამხმარი ფესვები მოაჭერით. მოჭრილი ფესვები ბრილიანტის მწვანეთი დაამუშავეთ. ქოთნის ძირში ცოტაოდენი სუბსტრატი დაყარეთ, შემდეგ ქოთანში ორქიდეა მოათავსეთ და მთლიანად ნიადაგით ამოავსეთ. გადანერგვის შემდეგ 7-10 დღე მცენარე არ მორწყათ.
5. როგორ ვაიძულოთ ორქიდეას აყვავება?
ზოგი ორქიდეის მოყვარული მცენარეს შოკურ თერაპიას უტარებს: მცენარეს რამდენიმე დღე ბნელ ადგილას ინახავენ, შემდეგ ისევ ფანჯარასთან დგამენ. ეს ხერხი მხოლოდ ჯანსაღ ორქიდეებზე მოქმედებს. თუ მცენარე სუსტია, ექსპერიმენტი არ გაამართლებს.
გამოიყენეთ ციტოკინინის პასტა, რომელიც მცენარის ყვავილის გამოსვლის პროცესს დააჩქარებს.
ორქიდეის მოვლის რა საიდუმლოებები იცით თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ.