რატომ არ ყვავის ორქიდეა და როგორ შეიძლება ამის გაკეთება - ნამდვილი მიგნება დამწყები მებაღეებისთვის

რატომ არ ყვავის ორქიდეა და როგორ შეიძლება ამის გაკეთება - ნამდვილი მიგნება დამწყები მებაღეებისთვის
ორქიდეა ფალენოპსისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოთახის მცენარეა. როგორც წესი, მათ უკვე ყვავილებით ვყიდულობთ.თუმცა დგება მომენტი, როცა ყვავილები ცვივა და ორქიდეას მფლობელები იწყებენ ფიქრს, თუ რა გააკეთეს არასწორად. 

ორქიდეას ყვავილობის საშუალო ხანგრძლივობა 3 თვეა. ჩვეულებრივ ეს წელიწადში 2-3-ჯერ ხდება. ყვავილობას შორის შესვენება შეიძლება რამდენიმე თვე გაიწელოს. 

აყვავების დასაჩქარებლად გამოგადგებათ შემდეგი მეთოდები:


  1. შეუქმენით ორქიდეას ცვალებადი ტემპერატურა: ღამით გრილ ადგილას გადაიტანეთ (15 გრადუსამდე).
  2. შეამცირეთ აზოტის სასუქის მიწოდება. ფოსფორი კი უფრო მეტი მიაწოდეთ, რადგან ეს  აყვავებას ხელს შეუწყობს. 
  3. მცენარის ირგვლივ ჰაერი დაატენიანეთ.
  4. ორქიდეა 5 დღით ბნელ ოთახში მოათავსეთ. 3 კვირის შემდეგ ორქიდეას კვირტები გამოჩნდება. ეს მეთოდი მხოლოდ ზრდასრული და ჯანმრთელი ორქიდეასთვის გამოგადგებათ. 
  5. მორწყვის ნაცვლად ქოთანში რამდენიმე ყინულის კუბიკი მოათავსეთ, ასე უფრო მალე აყვავდება. 
  6. თუ არა მოყვავილე ორქიდეას ფესვები და ფოთლები სწრაფად ეზრდება, მაშინ მას განვითარების შესაბამისი პერიოდი აქვს. სანამ ეს პერიოდი არ დამთავრდება, ბუნებრივია, მცენარე ვერ იყვავილებს. მოითმინეთ.