მთელი ამ დროის განმავლობაში ორქიდეისთვის არასწორ სასუქს იყენებდი! მიაქციე ყურადღება ერთ დეტალს...

მთელი ამ დროის განმავლობაში ორქიდეისთვის არასწორ სასუქს იყენებდი! მიაქციე ყურადღება ერთ დეტალს...
ორქიდეა ტროპიკული მცენარეა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვენი ფანჯრის რაფების მშვენება გახდა. ბუნებრივ პირობებში ეს ულამაზესი მცენარე საკვებ ნივთიერებებს ნოტიო ჰავიდან იღებს, ასევე ხისგან, რომელზეც იზრდება. შინაურ პირობებში ორქიდეას ასეთი საშუალება არ ეძლევა, ამიტომაც, მისი კვება პერიოდულად აუცილებელია. ოთახის სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ორქიდეას განსაკუთრებული სასუქი და სპეციალური გრაფიკი ესაჭიროება.


ორქიდეას სასუქი


ორქიდეას კვება დაბალანსებული უნდა იყოს. აქ თვითნაკეთი რთული ნარევები არ გამოდგება: უნდა შეიძინოთ სპეციალური სასუქი. ორქიდეის ყვავილობას განაპირობებს სამი ქიმიური ელემენტი: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ყველა ამ ელემენტს შეიცავს სპეციალური სასუქები შეიცავს, მაგრამ მათი პროცენტული შეფარდება სხვადასხვაა.

ორქიდეის ლამაზი ყვავილობით რომ დატკბეთ, მიჰყევით შემდეგ მარტივ გრაფიკს:

დიდი ოდენობით აზოტის შემცველი სასუქი

აზოტი ორქიდეას ფოთლების ზრდისა და ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება. ამის გარეშე მცენარე კვდება. გამოიყენეთ აზოტის შემცველი სასუქი გაზაფხულზე, ფოთლების ყვავილობის დროს.

დიდი ოდენობით კალიუმის შემცველის სასუქი

კალიუმი მცენარის ქსოვილებში სრულყოფილ ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს, ასევე პასუხისმგებელია მცენარის ფოტოსინთეზსა და იმუნიტეტზე. როდესაც ყვავილი ყველაზე მეტად დაუცველია მავნებლებისგან (ზაფხული), გამოიყენეთ დიდი ოდენობით კალიუმის შემცველი სასუქი.

დიდი ოდენობით ფოსფორის შემცველი სასუქი

ფოსფორი ზემოქმედებს ყვავილის გაშლაზე. როდესაც ყვავილის ბოტკო ფორმირდება (შემოდგომა), ორქიდეას დიდი ოდენობით ფოსფორი ესაჭიროება.

სასუქი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძირებზე, ასევე, ფოთლებზე. ყვავილი სასუქს თანდათანობით უნდა შეაჩვიოთ.