აი რატომ გადავწყვიტე ორქიდეის სასწრაფოდ მოშორება! შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნას...

აი რატომ გადავწყვიტე ორქიდეის სასწრაფოდ მოშორება! შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნას...
ორქიდეა — ეპიფიტი მცენარეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა მთელი ცხოვრება იზრდებოდეს (ან ცხოვრების ნაწილი) სხვა მცენარეზე ნიადაგზე კავშირის გარეშე. ყველა სასარგებლო ნივთიერებასა და მიკროელემენტს ორქიდეა ღებულობს ფესვების ან დატენიანებული ჰაერის მეშვეობით. სწორედ ამის გამო ადამიანებმა მისი შესაძლებლობები სასიცოცხლო ენერგიის წართმევას მიაწერეს.


ოთახის ყვავილი — ორქიდეა
ბოლო დროს მუსირებს აზრი, რომ ორქიდეას გაზრდა სახლში არ შეიძლება: მხოლოდ ოფისებში და არასაცხოვრებელ ნაგებობებში. მაგრამ ფენ-შუის სპეციალისტებს თავისი შეხედულება აქვთ ამ პრობლემისადმი. ისინი არ კრძალავენ ყვავილის სახლში გაზრდას იმ სლოგანით, რომ უმჯობესია თუ მას საძინებელ ოთახში არ დავდებთ.



ითვლება, რომ ძილის დროს ადამიანები სრულიად დაუცველები არიან, ხოლო მავნე მცენარეს შეუძლია ამის გამოყენება და სასიცოცხლო ენერგიის ნაწილის წართმევა. დილაობით ასეთი ყვავილის მფლობელი შესაძლოა დაღლილობასა და უგუნებობას გრძნობდეს.

ფენ-შუის სპეციალისტები ასევე ამტკიცებენ, რომ ორქიდეა მხოლოდ ქალბატონების ყვავილია, რომელსაც შეუძლია მამაკაცის აურის გაფუჭება და ლიბიდოს დაქვეითება. ამიტომ თუკი თქვენ სახლში მამაკაცი გყავთ, უმჯობესია ყვავილი ისეთ ადგილას გადაიტანოთ სადაც მამაკაცი ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს.


ასევე ყველა ქალისთვისაც არ არის მიზანშეწონილი ამ ლამაზი მცენარის მოშენება! თუ დიასახლისი გამოირჩევა ძლიერი ენერგეტიკით, ყვავილთან პრობლემები არ შეექმნება.

თუ ქალს მსუბუქი, დაუცველი და დამყოლი ხასიათი აქვს, ორქიდეას შეუძლია დიასახლისაც მოუტანოს ზიანი: მისი ენერგია მუდმივად გადაედინება მცენარეში. ამიტომ სუსტგულიან ლამაზმანებისთვის უმჯობესია ამ ყვავილისგან თავი შორს დაიჭირონ, აჩუქეთ ის ისეთ ადამიანს ვინც ძლიერი ენერგეტიკით გამოირჩევა.



სპეციალისტებისა და ექსპერტების ყველა თეორიების მიუხედავად, FPAPARAZZI-ს რედაქცია თვლის, რომ ისეთი ლამაზი მცენარე როგორიც ორქიდეაა ადამიანს ზიანს ვერ მიაყენებს. თქვენ როგორ ფიქრობთ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.