დამწვრობისას ხალხური მედიცინა ოდითგანვე იყენებდა ამ სამკურნალო საშუალებებს
ჩემი გამოცდილება მათ მინდა გავუზიარო, ვინც ენდობა მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. დიდი ხნის წინ ჩემს მამათილს კიდურებზე ადუღებული წყალი გადაესხა და მისი მკურნალობის დროს მასწავლეს ხალხური საშუალებები:
- 50 გრამი მრავალძარღვა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გულდასმით მოურიეთ და დაამატეთ ერთი კვერცხის ცილა. ეს მასა დაადეთ მტკივნეულ ადგილას.
- დამწვრობის დროს სასარგებლოა გოგრის წვენის კომპრესები.
- დამწვრობას ძალიან უხდება დაფქული მშრალი ჩაი.
- დამწვარი სიმინდი ან სიმინდის ფქვილი, ცარცი და ზეთი აურიეთ ერთმანეთში და დამწვარზე დაიდეთ. კარგია, თუ ქათმის ბუმბულით წაისვამთ სიმინდის ან ზეითუნის ზეთს ( აყუჩებს ტკივილს).
- გაფცქვენით უმი კარტოფილი, გახეხეთ სახეხზე, დააფინეთ დოლბანდზე და შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი. როგორც კი კომპრესი გაცხელდება, გამოცვალეთ.
- აურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 ცალი კვერცხის გული. ეს მასა კარგად ათქვიფეთ, სქლად წაისვით დამწვარზე და შეიხვიეთ. სახვევი გამოიცვალეთ დღეში ერთხელ.
- უმარილო ძროხის ქონს შეურიეთ 4 ცალი ახალი დიეტური კვერცხი ( კანის გარდა ), ეს ნარევი დაიფინეთ დამწვარ ადგილას და შეიხვიეთ. როდესაც მალამო გაშრება, ახლით შეცვალეთ. მალამო დიდ დამწვრობასაც კურნავს.
- დამწვრობისას ხალხური მედიცინა ოდითგანვე იყენებდა თაფლს. ის უებარი საშუალებაა, ანელებს ტკივილს და აფერხებს წყლულების გაჩენას, დაზიანებული ადგილი კი სწრაფად შუშდება.