დამწვრობის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები, დამწვრობის კვალიც კი არ დარჩება!
კანის თერმული დამწვრობა ჩნდება კანზე და სხვა ქსოვილებზე ცეცხლის, სხივური ენერგიის, გავარვარებული მეტალის და გაზის, ორთქლის, ცხელი სითხის პირდაპირი მოხვედრის შემთხვავში. დამწვრობის შედეგად გარდაცვალების ძირითადი მიზეზი შოკია. სხვა, დროში უფრო გაწელილი, მიზეზი შეიძლება იყოს ქსოვილების, ან მიკროორგანიზმების დაშლის პროდუქტების სისხლში მოხვედრა. დამწვრობას ყოველთვის ახლავს ინტენსიური ტკივილი დაზიანებულ არეში.
დამწვრობის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები
დამწვრობის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები
- წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, სტაფილოს წვენი გამოიყენება წყლულების და დამწვრობის შედეგად წარმოქმნილი ჭრილობების შესახორცებლად.
- აურიეთ კვერცხის გული და 1 ს/კ ნაღების კარაქი ისე, რომ მაიონეზის სისქის იყოს. ნარევი გადაიტანეთ სუფთა დოლბანდზე და დაიდეთ მტკივან ადგილზე. ტკივილი მაშინვე გაგივლით, ჭრილობაც მალე შეხორცდება.
- უმი კვერცხის გული მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე. როდესაც გული დაიწვება, დარჩება ზეთი, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა მძიმე დამწვრობების შემთხვევაშიც კი.
- ახალი, წვრილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და სწრაფ გამოჯანმრთელებას. კარტოფილი უნდა გადაიტანოთ დოლბანდზე და დაიდოთ ჭრილობაზე.
- რევანდის ღერო კარგად დასრისეთ თაფლთან ერთად ( თანაბარი წონითი რაოდენობით ). წაისვით დამწვრობაზე: დამწვრობის კვალიც კი არ დარჩება.
- სიყვითლემდე შებრაწეთ წიწიბურას ფქვილი და წყლით მოზილეთ ცომი. დაიდეთ მტკივან ადგილზე.