საუკეთესო ხალხური რეცეპტები გავა - წელის რადიკულიტის სამკურნალოდ!
რადიკულიტის ფორმებს შორის ყველაზე გავრცელებულია გავა-წელის რადიკულიტი. დაავადება უმეტესად მალათაშუა დისკოში, ხერხემლის სახსარში არსებული დეგენერაციული პროცესების (ოსტეოქონდროზის, თიაქრის) ფონზე აღმოცენდება, აქვს გაქრონიკულებისა და ხშირი რეციდივის ტენდენცია.
გავა - წელის რადიკულიტის სამკურნალოდ საუკეთესო რეცეპტებს გვათავაზობს ხალხური მედიცინა.
გავა - წელის რადიკულიტის სამკურნალოდ საუკეთესო რეცეპტებს გვათავაზობს ხალხური მედიცინა.
- დანაყეთ მცირე რაოდენობით ძველი კრამიტი და ფხვნილს შეურიეთ ქათმის ორი კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საკმეველის ფხვნილი და 1 სირჩა ჭაჭის არაყი. ნარევი წაუსვით შალის ქსოვილს და შემოიხვიეთ მტკივნეულ ადგილას - წელზე. კომპრესი გაიჩერეთ მანამ, სანამ თვითონ არ მოსცილდება მტკივნეულ ადგილას.
- ერთმანეთს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. ნარევი წაუსვით კომბოსტოს ფოთოლზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილას. ტკივილი გაქრება.
- ტილოს ქსოვილისგან დაამზადეთ ქამარი, გაუკეთეთ პატარა ჯიბე, რომელშიც მოათავსეთ ცხენის წაბლს. ძალზე გიშველით რადიკულიტის დროს.
- აიღეთ ერთი ცალი კარტოფილი, გახეხეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნავთი. აურიეთ ერთმანეთში, მიღებული ფაფისებური მასა დაიკარით მტკივნეულ ადგილას. 2 საათის შემდეგ მოიშორეთ. რადიკულიტის ტკივილი გაქრება.
- აიღეთ 50 - 70 გრ, დახეხილი პირშუშხა, გაახვიეთ მარლაში და ჩადეთ აბაზანაში. აბაზანა მიიღეთ ძილის წინ, რომლის წყლის ტემპერატურაც 36 - 37 გრადუსი უნდა იყოს. გამოიყენეთ თუ გაწუხებთ რადიკულიტი, რევმატიზმი, ნიკრისის ქარი.
- ახალი სტაფილოსაგან გამოწურული წვენი შეურიეთ 30 - 50 გრ. სალბის ნაყენს. აბაზანა (37 გრადუსი ) მიიღეთ დღის ნებისმიერ დროს. მკურნალობის კურსი - 12 - 14 დღე.
- აიღეთ 50 გრ ძიძოს დაქუცმაცებული ფესვები, დაასხით 1 ლ ცივი წყალი, გააჩერეთ 2 საათს, ადუღეთ 30 წუთს, გაწურეთ. აბაზანა მიიღეთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი - 12 - 14 დღე.